https://sputnik-georgia.com/20260609/kobaxidze-evrokavshiri-saqartvelos-iribad-emuqreba-299065454.html
კობახიძე: ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმებით ირიბად ემუქრება
კობახიძე: ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმებით ირიბად ემუქრება
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერებულია იმ პროცესებში, რაც დღეს ქვეყნის გარშემო ხდება, ამიტომაც შანტაჟი შედეგს... 09.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-09T18:56+0400
2026-06-09T18:56+0400
2026-06-09T18:56+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/04/298432150_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_55bc4d2a588b7b0fd1202ab658409b64.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართულ საზოგადოებას „ადგილობრივი აგენტურის“ მეშვეობით არაპირდაპირ ემუქრებიან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებით, რაც მეტყველებს რთულ ვითარებაზე როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ისე ქვეყნის შიგნით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის წარმომადგენლები სავიზო რეჟიმის საკითხზე პირველ შეხვედრას 11 ივნისს ბრიუსელში გამართავენ. ექსპერტების თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერებულია იმ პროცესებში, რაც დღეს ქვეყნის გარშემო ხდება, ამიტომაც შანტაჟი შედეგს ვერ გამოიღებს.„მძიმე ვითარებაა, ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე, შანტაჟი ვერ გაჭრის“, – განაცხადა კობახიძემ.თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ 11 ივნისს ევროკომისიასთან შეხვედრა ტექნიკური ხასიათაა და ევროკავშირის რეგლამენტის ფარგლებში ტარდება.მისი განცხადებით, ევროპული მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და საკითხის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენების მცდელობები. შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის და გაიმართება სამუშაო დონეზე, ქართული მხარის მოლოდინია, რომ დიალოგი კონსტრუქციული იქნება.ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხილვა მიმართული იქნება იმ პირობების აღმოფხვრაზე, რომლებიც საფუძვლად დაედო უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვის მექანიზმების ამოქმედებას. მან საზოგადოებას მოუწოდა შეხვედრის გამართვამდე თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან და აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები 11 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები განსხვავებული იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/04/298432150_104:0:1997:1420_1920x0_80_0_0_c1ffc46dafcd1dab65418cd3e0e5838d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კობახიძე: ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმებით ირიბად ემუქრება
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერებულია იმ პროცესებში, რაც დღეს ქვეყნის გარშემო ხდება, ამიტომაც შანტაჟი შედეგს ვერ გამოიღებს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართულ საზოგადოებას „ადგილობრივი აგენტურის“ მეშვეობით არაპირდაპირ ემუქრებიან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებით, რაც მეტყველებს რთულ ვითარებაზე როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ისე ქვეყნის შიგნით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის წარმომადგენლები სავიზო რეჟიმის საკითხზე პირველ შეხვედრას 11 ივნისს ბრიუსელში გამართავენ. ექსპერტების თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
„როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი, ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერებულია იმ პროცესებში, რაც დღეს ქვეყნის გარშემო ხდება, ამიტომაც შანტაჟი შედეგს ვერ გამოიღებს.
„მძიმე ვითარებაა, ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე, შანტაჟი ვერ გაჭრის“, – განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ 11 ივნისს ევროკომისიასთან შეხვედრა ტექნიკური ხასიათაა და ევროკავშირის რეგლამენტის ფარგლებში ტარდება.
„ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან, და იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი განცხადებით, ევროპული მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და საკითხის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენების მცდელობები. შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის და გაიმართება სამუშაო დონეზე, ქართული მხარის მოლოდინია, რომ დიალოგი კონსტრუქციული იქნება.
ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხილვა მიმართული იქნება იმ პირობების აღმოფხვრაზე, რომლებიც საფუძვლად დაედო უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვის მექანიზმების ამოქმედებას. მან საზოგადოებას მოუწოდა შეხვედრის გამართვამდე თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან და აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები 11 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები განსხვავებული იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.