https://sputnik-georgia.com/20260608/turqetshi-sagareo-saqmeta-ministrebis-ministeriali-gaimarteba-299042440.html
სტამბულში საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება
სტამბულში საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება
Sputnik საქართველო
მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება „სტამბულის დეკლარაციას" 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T10:55+0400
2026-06-08T10:55+0400
2026-06-08T11:23+0400
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23031/00/230310001_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_42997b8a781073e8fda8bb7a4a2533f3.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სტამბულში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი.სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.უწყების ცნობით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - „სტამბულის დეკლარაციას", რომელიც დაადასტურებს სამი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობას.გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.სამმხრივი ფორმატის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამართავს პირისპირ, ორმხრივ შეხვედრებს თავის თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს „ტრაპიზონის დეკლარაციას“.
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23031/00/230310001_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_f02b01dcf96aec6eadd2be84ba00f07b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
სტამბულში საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება
10:55 08.06.2026 (განახლებულია: 11:23 08.06.2026) მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება „სტამბულის დეკლარაციას"
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სტამბულში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი.
სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
უწყების ცნობით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - „სტამბულის დეკლარაციას", რომელიც დაადასტურებს სამი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობას.
გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
სამმხრივი ფორმატის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამართავს პირისპირ, ორმხრივ შეხვედრებს თავის თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა, სადაც მინისტრებმა ხელი მოაწერეს „ტრაპიზონის დეკლარაციას“.