https://sputnik-georgia.com/20260608/arasrulwlovanta-danashauli-monacemebi-ganaxlda-299032659.html
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - 2026 წლის მონაცემები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - 2026 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობა. 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T14:00+0400
2026-06-08T14:00+0400
2026-06-08T14:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 257 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში 18 წლამდე 503 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.არასრულწლოვანთა თანამონაწილეობა ან მათი ჩაბმა სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენაში კი საქართველოში ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - 2026 წლის მონაცემები
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 257 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში 18 წლამდე 503 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
არასრულწლოვანთა თანამონაწილეობა ან მათი ჩაბმა სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენაში კი საქართველოში ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.