სონღულაშვილი თურქეთში „ნულოვანი ნარჩენების" საერთაშორისო მინისტერიალს დასწრო

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშისტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. მსოფლიოში კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორად იმართოს ნარჩენები, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სტამბულში, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების საკითხებზე მიძღვნილ მინისტერიალზე.
თურქეთში გამართული „ნულოვანი ნარჩენების" საერთაშორისო ფორუმი თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობითა და პატრონაჟით ჩატარდა. წლევანდელი მინისტერიალის დევიზი იყო „გზა ანტალიისკენ: ნულოვანი ნარჩენები, როგორც კლიმატის დაცვის ქმედება“. ფორუმს, რომელიც გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენციის (COP31) მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა, 150 ქვეყნის ლიდერები და მინისტრები ესწრებოდნენ.
„თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი მინისტერიალი, რომელიც ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკასა და ნარჩენების მდგრად მართვას მიეძღვნა. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარჩენების სწორ და ეფექტიან მართვას“, -განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, ნარჩენების მდგრადი მართვა არის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
„ფორუმზე განხილული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა, რომლებიც წარმოადგენს გლობალური გამოწვევის დაძლევის პროცესის მნიშვნელოვან ელემენტს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე განიხილეს მოსავლის აღების შემდგომ ეტაპებზე სურსათის დანაკარგების შემცირების პრაქტიკული გზები, მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები, თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა, ასევე საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების როლს მდგრადი და ეფექტიანი სასურსათო სისტემების ჩამოყალიბებაში.
მინისტერიალის გახსნის ღონისძიებას, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0