2026 წლის დასაწყისიდან რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე"
სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
ТБИЛИСИ, 7 июн — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1.036 განაცხადი განიხილა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1-ელ ივნისს შევიდა და არეგულირებს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
უწყების ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა (106%-ით). მთლიანობაში უწყებაში საანგარიშო პერიოდში შევიდა 3.150 განცხადება.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 122 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 299 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 53 მოვაჭრეს - 82 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 69.176 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 109 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობით პირველ ადგილზეა თბილისი - 80%, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 2% და სამეგრელო - ზემო სვანეთი 1%.
უწყების მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 422 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 251, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 224, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 54, ხოლო სხვა დანარჩენზე - 85.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 71%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 13%-ს.
როგორ ხდება გასაჩივრება
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ყველა ახალი ამბავი
0