გორის პოლიციის დეტექტივი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს: საქმეზე დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerშსს-ის შენობა კახეთის გზატკეცილზე
შსს-ის შენობა კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
ბექაურის ცხედარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დღეს, 7 ივნისს აღმოაჩინეს.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი გუშინ გაუჩინარდა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო - მისი ცხედარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დღეს, 7 ივნისს აღმოაჩინეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს - ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0