თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
მამაკაცი, რომელიც პოლიციელის და კიდევ ერთი პირის დაჭრაშია ბრალდებული, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.
„პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა“, - ნათქვამია განხაცდებაში.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით დაიწყო, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0