თბილისში 6 მოზარდი ძარცვის, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ოთხი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე, 177-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0