საქართველო და თურქეთი ტყეების დაცვის კუთხით თანამშრომლობას აფართოებენ

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
ქვეყნები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სატყეო მართვის მდგრადი პრაქტიკები, ნერგების გამოყვანის ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიების მართვა და ა.შ.
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველო და თურქეთი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით ითანამშრომლობენ, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტამბულში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
როგორც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, თურქეთის გამოცდილება ამ სფეროებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც თურქეთს გააჩნია და თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თავის მხრივ, თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით იზრდება და გამოთქვა იმედი, რომ ის შემდგომშიც ნაყოფიერი იქნება.
ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ცოდნის, გამოცდილების და ტექნოლოგიების გაზიარების კითხით, რაც მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკეთესი საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
სატყეო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის სატყეო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ქვეყნები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სატყეო მართვის მდგრადი პრაქტიკები, ნერგების გამოყვანის ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების მართვა, გაუდაბნოებასა და ეროზიასთან ბრძოლა, ტყის არამერქნული პროდუქტების ინვენტარიზაცია, ეკოტურიზმი, ტყეების კადასტრი.
ყველა ახალი ამბავი
0