https://sputnik-georgia.com/20260605/tbilisis-aeroportsi-daakaves-qali-romelsac-fbi-mzime-danasaulistvis-ezebda-299012684.html
თბილისის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელსაც FBI მძიმე დანაშაულისთვის ეძებდა
თბილისის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელსაც FBI მძიმე დანაშაულისთვის ეძებდა
Sputnik საქართველო
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T16:54+0400
2026-06-05T16:54+0400
2026-06-05T16:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0c/292469149_2:0:1920:1079_1920x0_80_0_0_240ce5328db9ed0f4bb131becc1fb1c7.png
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო იმყოფებოდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშულისთვის, მათ შორის, დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციით ჩაატარეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0c/292469149_447:0:1886:1079_1920x0_80_0_0_368a0070619969a03b4aea059821e3b4.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელსაც FBI მძიმე დანაშაულისთვის ეძებდა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო იმყოფებოდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშულისთვის, მათ შორის, დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციით ჩაატარეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.