https://sputnik-georgia.com/20260605/saqartvelosi-sawarmoebis-umravlesoba-socialur-qselebs-ar-iyenebs-299007515.html
საქართველოში საწარმოების უმრავლესობა სოციალურ ქსელებს არ იყენებს
საქართველოში საწარმოების უმრავლესობა სოციალურ ქსელებს არ იყენებს
Sputnik საქართველო
2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94,9%-ს ჰქონდა, ფიქსირებულ ინტერნეტს საწარმოთა 74,7% იყენებდა. 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T11:09+0400
2026-06-05T11:09+0400
2026-06-05T11:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქსტატი
საქართველოს ბიზნესგარემო
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276041373_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_30993f6748dca10056cd80cc8c3f193c.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქართული საწარმოების უმრავლესობა საერთოდ არ იყენებს სოციალურ მედიას მუშაობაში, მათ შორის LinkedIn-ს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაში.კვლევამ აჩვენა, რომ საწარმოთა 74,2% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს, საწარმოთა 25,8% სოციალური მედიის სულ მცირე ერთ საშუალებას იყენებდა. აქ საუბარია არა მხოლოდ LinkedIn-ზე, არამედ ყველა პოპულარულ სოციალურ მედიასა და რესურსზე.ამასთან, 2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94,9%-ს ჰქონდა, ფიქსირებულ ინტერნეტს საწარმოთა 74,7% იყენებდა.„საქსტატის“ თანახმად, 2025 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 35,5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტულმა წილმა, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, 15,3% შეადგინა.კომპანიების ვებსაიტების საერთო რაოდენობიდან, პროდუქტის აღწერილობა და ფასები 76,6%-ს აქვს მითითებული, ონლაინ შეკვეთა კი მხოლოდ 38,3%-შია შესაძლებელი. ქართული კომპანიების ვებსაიტებზე უკუკავშირი მხოლოდ 29,9%-შია ხელმისაწვდომი, ხოლო ვაკანსიები მხოლოდ 22,1%-ზეა მითითებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276041373_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e40713744eeb49edcffe69bbaddfedc8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქსტატი, საქართველოს ბიზნესგარემო , კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქსტატი, საქართველოს ბიზნესგარემო , კომპანიების ახალი ამბები
საქართველოში საწარმოების უმრავლესობა სოციალურ ქსელებს არ იყენებს
2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94,9%-ს ჰქონდა, ფიქსირებულ ინტერნეტს საწარმოთა 74,7% იყენებდა.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქართული საწარმოების უმრავლესობა საერთოდ არ იყენებს სოციალურ მედიას მუშაობაში, მათ შორის LinkedIn-ს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაში.
კვლევამ აჩვენა, რომ საწარმოთა 74,2% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს, საწარმოთა 25,8% სოციალური მედიის სულ მცირე ერთ საშუალებას იყენებდა. აქ საუბარია არა მხოლოდ LinkedIn-ზე, არამედ ყველა პოპულარულ სოციალურ მედიასა და რესურსზე.
ამასთან, 2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94,9%-ს ჰქონდა, ფიქსირებულ ინტერნეტს საწარმოთა 74,7% იყენებდა.
„საქსტატის“ თანახმად, 2025 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 35,5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტულმა წილმა, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, 15,3% შეადგინა.
კომპანიების ვებსაიტების საერთო რაოდენობიდან, პროდუქტის აღწერილობა და ფასები 76,6%-ს აქვს მითითებული, ონლაინ შეკვეთა კი მხოლოდ 38,3%-შია შესაძლებელი. ქართული კომპანიების ვებსაიტებზე უკუკავშირი მხოლოდ 29,9%-შია ხელმისაწვდომი, ხოლო ვაკანსიები მხოლოდ 22,1%-ზეა მითითებული.