მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება შედის

© photo: Sputnik / Stringerმართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა
მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 ათასზე მეტი ადგილი დაემატება. ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის 15 ივნისიდან მართვის მოწმობის აღების წესები მარტივდება. საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე.
კერძოდ, 15 ივნისიდან გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა მიიღო 897 ადამიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0