კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამოღებული იარაღი
ამოღებული იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავა, ხოლო ერთი კი ამხილა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან, ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0