არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება  - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
ბრალდებულმა დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, აცხადებენ უწყებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0