მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სირცხვილია“: ზახაროვა კიევის ტერორიზმზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის შესახებ

© photo: Sputnik / Kristina Kormilitsina / გადასვლა მედიაბანკში მარია ზახაროვა
 მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2026
გამოწერა
ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა გაილაშქროს კიევის რეჟიმის ტერორიზმის წინააღმდეგ, ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა რცხვენოდეს კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების არდაგმობის გამო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„კიევის რეჟიმი მუდმივად ახორციელებს ტერაქტებს და საერთაშორისო საზოგადოებას უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ იგი არ გმობს კიევის რეჟიმს საერთაშორისო ტერორიზმისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მოედანზე.
როგორც მან დასძინა, ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა დაგმოს კიევის ტერორისტული თავდასხმები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა სტარობელსკის კოლეჯზე
22 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განახორციელეს ლუგანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტარობელსკის კოლეჯის სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე. თავდასხმის მომენტში საერთო საცხოვრებელში 14-დან 18 წლამდე 86 სტუდენტი იმყოფებოდა. ცნობილია, რომ დაიღუპა 21 სტუდენტი, ხოლო 42-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
24 მაისს ტრაგედიის გასაშუქებლად სტარობელსკში 19 ქვეყნის მედიის წარმომადგენლები - ავსტრია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ვენესუელა, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, კატარი, ჩინეთი, კუბა, ლიბანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, პაკისტანი, აშშ, თურქეთი, ფინეთი და საფრანგეთი - ჩავიდნენ. მოგვიანებით, დასავლელი ჟურნალისტების ნაწილმა, რომლებიც სტარობელსკში ტრაგედიის ადგილზეიმყოფებოდნენ, რედაქციებიდან მითითება მიიღეს არ გაეშუქებინათ აღნიშნული თემა.
ყველა ახალი ამბავი
0