https://sputnik-georgia.com/20260603/turnava-bscee-tavmjdomare-gaxda-298984623.html
ნათია თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარედ აირჩიეს
ნათია თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარედ აირჩიეს
Sputnik საქართველო
თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T20:00+0400
2026-06-03T20:00+0400
2026-06-03T20:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.BSCEE (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe) საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის 20-ზე მეტი ქვეყნის საბანკო ზედამხედველობის ორგანოებსა და მარეგულირებლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკს.სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს. თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში დაიკავებს. BSCEE1991 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბანკი BSCEE-ში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ჯგუფი აერთიანებს 24 ქვეყნის - ავსტრიის, ჩეხეთის, ხორვატიის, თურქეთის, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების - 25 საბანკო ზედამხედველობის ორგანოს.BSCEE-ის წესების თანახმად, თავმჯდომარე ქვეყანა წევრი სახელმწიფოებიდან ყოველწლიურად როტაციის პრინციპით აირჩევა. საქართველო ამ პოზიციას ორჯერ - 2018 და 2022 წლებში იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ნათია თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარედ აირჩიეს
თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
BSCEE (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe) საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის 20-ზე მეტი ქვეყნის საბანკო ზედამხედველობის ორგანოებსა და მარეგულირებლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკს.
სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.
თურნავა BSCEE-ის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში დაიკავებს.
BSCEE1991 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბანკი BSCEE-ში 2013 წლიდან გაწევრიანდა.
ჯგუფი აერთიანებს 24 ქვეყნის - ავსტრიის, ჩეხეთის, ხორვატიის, თურქეთის, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების - 25 საბანკო ზედამხედველობის ორგანოს.
BSCEE-ის წესების თანახმად, თავმჯდომარე ქვეყანა წევრი სახელმწიფოებიდან ყოველწლიურად როტაციის პრინციპით აირჩევა. საქართველო ამ პოზიციას ორჯერ - 2018 და 2022 წლებში იკავებდა.