https://sputnik-georgia.com/20260603/tbilisis-sabavshvo-bagebshi-registracia-iwkeba-298973521.html
მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება
მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება
Sputnik საქართველო
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T15:00+0400
2026-06-03T15:00+0400
2026-06-03T15:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_0:118:2000:1243_1920x0_80_0_0_7b62910c5c7629ce5753c87f41ff953d.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს 10:00 საათზე დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების" განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება და იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი არ შეივსება.პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ზაფხულის განმავლობაში თბილისში 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19,5 ათასამდე აღსაზრდელი ჩაირიცხება - საზაფხულო ბაღებში წელს 3,9 ათასი თანამშრომელი დასაქმდება. საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი - პროექტი 2026 წლის ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარით დაფინანსდება.საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე >>>.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_249:179:1826:1362_1920x0_80_0_0_9e06b11d7f1b9bd6b6d335ede9c02f97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს 10:00 საათზე დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების" განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება და იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი არ შეივსება.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
„უკვე წლებია, ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ზაფხულის განმავლობაში თბილისში 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19,5 ათასამდე აღსაზრდელი ჩაირიცხება - საზაფხულო ბაღებში წელს 3,9 ათასი თანამშრომელი დასაქმდება.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი - პროექტი 2026 წლის ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარით დაფინანსდება.
საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე
>>>.