https://sputnik-georgia.com/20260603/saqartvelom-stokgolmis-deklaracias-moawera-xeli-298979366.html
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას მოაწერა ხელი
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას მოაწერა ხელი
Sputnik საქართველო
დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T21:48+0400
2026-06-03T21:48+0400
2026-06-03T21:48+0400
საქართველო
შვედეთი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22929/69/229296984_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_6f0942ea8c175d2dd40f24380950c785.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დეკლარაციას, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული „ევროპის ტყეების“ (Forests Europe) რიგით მე-10 მინისტერიალის ფარგლებში გაფორმდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა მოაწერა ხელი.როგორც მან აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვით და სატყეო სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და შესაბამისი პრინციპებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ტყის რესურსების დივერსიფიკაციას, ფინანსური რესურსების მობილიზებას, სატყეო განათლებისა და სექტორის პოპულარიზაციის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას. სტოკჰოლმში გამართული მე-10 მინისტერიალი სლოგანით „მდგრადი ტყეები მდგრადი საზოგადოებებისთვის“ 2-3 ივნისს ჩატარდა. „ევროპის ტყეები“ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე თანამშრომლობის მაღალი დონის პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც 1990 წელს შეიქმნა. პროცესში ჩართულია 46 ქვეყანა და ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს ავითარებენ. საქართველო აღნიშნული პროცესის წევრი 2003 წელს გახდა.
საქართველო
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22929/69/229296984_158:0:1122:723_1920x0_80_0_0_c504b8a475fac60a697e06089acbeb1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შვედეთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, შვედეთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველომ სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას მოაწერა ხელი
დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეკლარაციას, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული „ევროპის ტყეების“ (Forests Europe) რიგით მე-10 მინისტერიალის ფარგლებში გაფორმდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა მოაწერა ხელი.
„მინისტერიალში მონაწილეობა, როგორც „ევროპის ტყეების“ პროცესის ხელმომწერი მხარე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდის, სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის წარმოჩენისა და ტყის მდგარდი მართვის კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვით და სატყეო სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და შესაბამისი პრინციპებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას.
დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ტყის რესურსების დივერსიფიკაციას, ფინანსური რესურსების მობილიზებას, სატყეო განათლებისა და სექტორის პოპულარიზაციის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას.
სტოკჰოლმში გამართული მე-10 მინისტერიალი სლოგანით „მდგრადი ტყეები მდგრადი საზოგადოებებისთვის“ 2-3 ივნისს ჩატარდა.
„ევროპის ტყეები“ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე თანამშრომლობის მაღალი დონის პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც 1990 წელს შეიქმნა. პროცესში ჩართულია 46 ქვეყანა და ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს ავითარებენ. საქართველო აღნიშნული პროცესის წევრი 2003 წელს გახდა.