https://sputnik-georgia.com/20260603/sankt-peterburgshi-ekonomikuri-porumi-iwkeba-298972498.html
სანკტ-პეტერბურგი SPIEF-2026-ს მასპინძლობს: ფორუმმა მუშაობა დაიწყო
სანკტ-პეტერბურგი SPIEF-2026-ს მასპინძლობს: ფორუმმა მუშაობა დაიწყო
Sputnik საქართველო
მრავალი წლის მანძილზე პირველად, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T10:30+0400
2026-06-03T10:30+0400
2026-06-03T12:45+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უზბეკეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ვლადიმირ პუტინი
ახალი ამბები
საუდის არაბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/10/293775871_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_ff3663bc250805ccaddf1ecbf87cfba5.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) ოთხშაბათს, 3 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიხსნება, იუწყება РИА Новости.ფორუმი, რომელიც 3-6 ივნისის პერიოდში გაიმართება, ტრადიციულად, გახდება პლატფორმა ეკონომიკის, ინვესტიციების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ბიზნესის განვითარების საკითხების განსახილველად.ფორუმში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 4 ივნისს რუსეთის ლიდერი შეხვედრას გამართავს უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან - ორი სახელმწიფოს მეთაურები ვიდეოკავშირის რეჟიმში მიიღებენ მონაწილეობას ჯიზახის ოლქში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.5 ივნისს ფორუმის პლენარულ სხდომაში პუტინთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მირზიოევი, ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი აბდულაზიზ ბენ სალმან ალ-საუდი.პლენარული სხდომის შემდეგ რუსეთის ლიდერი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჰან ცჟენთან.გარდა ამისა, როგორც კრემლში აღნიშნეს, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში (SPIEF), მრავალი წლის მანძილზე პირველად, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია. მას სათავეში ჩაუდგება აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე როდნი მიმს კუკ უმცროსი. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ რუსეთის ოფიციალურ პირებთან და კულტურის მოღვაწეებთან. კრემლის ცნობით, მხარეები გეგმავენ რუსულ-ამერიკულ კულტურულ თანამშრომლობასა და ჰუმანიტარულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვას. წელს ფორუმის სტუმარი-ქვეყანა საუდის არაბეთი გახდა - ფორუმის ორგანიზატორების თქმით, საუდის არაბეთი რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორია.ამასთან, 2027 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წელი სრულდება.როგორც საორგანიზაციო კომიტეტში აღნიშნეს, ფორუმი ხელისუფლების, ბიზნესისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებს შორის დიალოგისთვის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს.სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) 1997 წლიდან ტარდება. 2005 წლიდან კი იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პატრონაჟითა და მონაწილეობით იმართება.2025 წელს ფორუმი 18-21 ივნისს ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს 144 ქვეყნის 24,2 ათასმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა - ფორუმის ფარგლებში 1084-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა.
უზბეკეთი
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/10/293775871_0:0:912:683_1920x0_80_0_0_9546f2cf1615dd9931e81c294fc7161a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, უზბეკეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ვლადიმირ პუტინი, ახალი ამბები, საუდის არაბეთი
რუსეთი, უზბეკეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ვლადიმირ პუტინი, ახალი ამბები, საუდის არაბეთი
სანკტ-პეტერბურგი SPIEF-2026-ს მასპინძლობს: ფორუმმა მუშაობა დაიწყო
10:30 03.06.2026 (განახლებულია: 12:45 03.06.2026) მრავალი წლის მანძილზე პირველად, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) ოთხშაბათს, 3 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიხსნება, იუწყება
РИА Новости.
ფორუმი, რომელიც 3-6 ივნისის პერიოდში გაიმართება, ტრადიციულად, გახდება პლატფორმა ეკონომიკის, ინვესტიციების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ბიზნესის განვითარების საკითხების განსახილველად.
ფორუმში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.
კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 4 ივნისს რუსეთის ლიდერი შეხვედრას გამართავს უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან - ორი სახელმწიფოს მეთაურები ვიდეოკავშირის რეჟიმში მიიღებენ მონაწილეობას ჯიზახის ოლქში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
5 ივნისს ფორუმის პლენარულ სხდომაში პუტინთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მირზიოევი, ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი აბდულაზიზ ბენ სალმან ალ-საუდი.
პლენარული სხდომის შემდეგ რუსეთის ლიდერი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჰან ცჟენთან.
გარდა ამისა, როგორც კრემლში აღნიშნეს, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში (SPIEF), მრავალი წლის მანძილზე პირველად, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია. მას სათავეში ჩაუდგება აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე როდნი მიმს კუკ უმცროსი.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ რუსეთის ოფიციალურ პირებთან და კულტურის მოღვაწეებთან. კრემლის ცნობით, მხარეები გეგმავენ რუსულ-ამერიკულ კულტურულ თანამშრომლობასა და ჰუმანიტარულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვას.
წელს ფორუმის სტუმარი-ქვეყანა საუდის არაბეთი გახდა - ფორუმის ორგანიზატორების თქმით, საუდის არაბეთი რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორია.
ამასთან, 2027 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წელი სრულდება.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტში აღნიშნეს, ფორუმი ხელისუფლების, ბიზნესისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებს შორის დიალოგისთვის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს.
სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) 1997 წლიდან ტარდება. 2005 წლიდან კი იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პატრონაჟითა და მონაწილეობით იმართება.
2025 წელს ფორუმი 18-21 ივნისს ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს 144 ქვეყნის 24,2 ათასმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა - ფორუმის ფარგლებში 1084-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა.