https://sputnik-georgia.com/20260603/papuashvili-saxdepis-delegaciis-gancxadebas-exmaureba-298978430.html
მნიშვნელოვანი სიგნალი აშშ-დან: საქართველოში სახდეპის დელეგაციის ვიზიტს აფასებენ
მნიშვნელოვანი სიგნალი აშშ-დან: საქართველოში სახდეპის დელეგაციის ვიზიტს აფასებენ
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების აღიარება და მათზე დაფუძნებული შეთანხმებების მიღწევა. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T19:29+0400
2026-06-03T19:29+0400
2026-06-03T19:29+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/06/276500678_0:332:3051:2048_1920x0_80_0_0_3ce8778d2ce5620cf86e62ac3921e036.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება ადასტურებს თბილისსა და ვაშინგტონს შორის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების არსებობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ 1-ელ ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც „სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს". დელეგაციამ საქართველოს მთავრობას ასევე გადასცა კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ასევე „მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ".„დელეგაციამ თავის განცხადებაში ორ საკითხს გაუსვა ხაზი - საერთო ფასეულობების დადასტურება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და ასევე საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ასევე მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების აღიარება და მათზე დაფუძნებული შეთანხმებების მიღწევა.საქართველოში 25-28 მაისს ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთაქნ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა „სუფთა ფურცლიდან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი“.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/06/276500678_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_d04b5b51558804850fd69cf1d6df6065.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
მნიშვნელოვანი სიგნალი აშშ-დან: საქართველოში სახდეპის დელეგაციის ვიზიტს აფასებენ
პაპუაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების აღიარება და მათზე დაფუძნებული შეთანხმებების მიღწევა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება ადასტურებს თბილისსა და ვაშინგტონს შორის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების არსებობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ 1-ელ ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც „სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს". დელეგაციამ საქართველოს მთავრობას ასევე გადასცა კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და ასევე „მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ".
„დელეგაციამ თავის განცხადებაში ორ საკითხს გაუსვა ხაზი - საერთო ფასეულობების დადასტურება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და ასევე საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ასევე მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების აღიარება და მათზე დაფუძნებული შეთანხმებების მიღწევა.
„სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით მზაობას ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და დელეგაციის ეს განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები და წარმოდგენა ამ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით რეალიზდა ამ განცხადებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში 25-28 მაისს ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთაქნ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა „სუფთა ფურცლიდან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი“.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.