https://sputnik-georgia.com/20260603/mtavrobam-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-298968613.html
მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 6,3%-იანი ზრდა საბაზო სცენარია, თუმცა მთავრობას ასევე აქვს პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებიც. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T12:57+0400
2026-06-03T12:57+0400
2026-06-03T12:57+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_0:169:3040:1879_1920x0_80_0_0_a51860c98ca05922da225eb8e84b384a.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და მაჩვენებელი 5-დან 6,3%-მდე გაზარდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.მისი თქმით, 6,3%-იანი ზრდა საბაზო სცენარია, თუმცა მთავრობას ასევე აქვს პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებიც.მინისტრის მოადგილე ინფლაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2026 წელს საბაზო სცენარით იგი 4,9% იქნება, ხოლო მომდევნო წლებში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_155:0:2884:2047_1920x0_80_0_0_708073607988b9c78558c069b467a838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 6,3%-იანი ზრდა საბაზო სცენარია, თუმცა მთავრობას ასევე აქვს პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებიც.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და მაჩვენებელი 5-დან 6,3%-მდე გაზარდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„4 თვეში 8%-ზე მეტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 5%-ის რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ვინაიდან უკვე უფრო მაღალი მაჩვენებელია, გადავხედეთ ამ მიმართულებას და წელს პროგნოზი გვაქვს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება 6,3%", - განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, 6,3%-იანი ზრდა საბაზო სცენარია, თუმცა მთავრობას ასევე აქვს პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებიც.
„ჩვენი ეკონომიკა არ არის მოწყვეტილი გლობალურ ეკონომიკას და რეგიონში არსებული კონფლიქტები გავლენას ახდენს ჩვენ ეკონომიკაზე. ოპტიმისტური სცენარით ზრდა აღწევს 7%-ს, ხოლო პესიმისტური სცენარით, რაც ყველა რისკის მატერიალიზაციას გულისხმობს დაახლოებით 4,4%-ის ფარგლებში", - განაცხადა კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილე ინფლაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2026 წელს საბაზო სცენარით იგი 4,9% იქნება, ხოლო მომდევნო წლებში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.