https://sputnik-georgia.com/20260603/dvalishvili-sexudos-tbilisshi-daupirispirdeba-298985605.html
დვალიშვილი სეხუდოს წინააღმდეგ: RAF-ის გრანდიოზული შოუ თბილისში გაიმართება
დვალიშვილი სეხუდოს წინააღმდეგ: RAF-ის გრანდიოზული შოუ თბილისში გაიმართება
Sputnik საქართველო
ისტორული ორთაბრძოლას „თბილისი არენა" 11 ივლისს უმასპინძლებს 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T20:41+0400
2026-06-03T20:41+0400
2026-06-03T20:41+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_48a64221b828e6c4bfe8b5b0ffff3737.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ი თბილისში პირველ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავს, რომლის მთავარი მონაწილე UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.ღონისძიება 11 ივლისს თბილისში, „თბილისი არენაზე" ჩატარდება - მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და UFC-ში მის ყოფილი მეტოქე, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შორის შედგება. „ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა. დიდი ხანია ვცდილობდით საქართველოში UFC ჩამოგვეყვანა, მაგრამ RAF-ის ჩამოტანაც თითქმის იგივეა. ჭიდაობა ჩემი ქვეყნის იდენტობის ნაწილი და უდიდესი სპორტია, ეს შესანიშნავი მოვლენაა", - განაცხადა დვალიშვილმა.მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_6ea3b5be237c76d885e889d40d72408a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
დვალიშვილი სეხუდოს წინააღმდეგ: RAF-ის გრანდიოზული შოუ თბილისში გაიმართება
ისტორული ორთაბრძოლას „თბილისი არენა" 11 ივლისს უმასპინძლებს
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ი თბილისში პირველ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავს, რომლის მთავარი მონაწილე UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩეპიონი მერაბ დვალიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია
ავრცელებს.
ღონისძიება 11 ივლისს თბილისში, „თბილისი არენაზე" ჩატარდება - მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და UFC-ში მის ყოფილი მეტოქე, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შორის შედგება.
„ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა. დიდი ხანია ვცდილობდით საქართველოში UFC ჩამოგვეყვანა, მაგრამ RAF-ის ჩამოტანაც თითქმის იგივეა. ჭიდაობა ჩემი ქვეყნის იდენტობის ნაწილი და უდიდესი სპორტია, ეს შესანიშნავი მოვლენაა", - განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.