https://sputnik-georgia.com/20260602/shss-tanamshromloba-saertashoriso-arenaze-298963176.html
შსს-ს თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე: პროგრესი და რეფორმები
შსს-ს თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე: პროგრესი და რეფორმები
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. 02.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-02T21:00+0400
2026-06-02T21:00+0400
2026-06-02T20:28+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/25/244932534_0:51:1024:627_1920x0_80_0_0_52b61ebdee4985c99317aabdd42d9f1b.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ინტერპოლთან და ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა - ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დონეზე მუშაობის შედეგები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ანგარიშშია წარმოდგენილი.ანგარიშის თანახმად, ამჟამად საქართველოს პოლიციის 19 წარმომადგენელი 38 სახელმწიფოსა და ორ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. გარდა ამისა, მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და მათი მივლენება კატარში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.ასევე, საქართველოს შსს აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამართალდამცავ სტრუქტურებთან. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდში, უწყებამ ევროპოლის, ინტერპოლის არხებისა და საერთაშორისო ურთიერთქმედების სხვა მექანიზმების მეშვეობით, 25 ათასი პირის შესახებ 13 ათასზე მეტი ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვალა.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო EMPACT-ის პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ევროპოლთან და მისი 9 ანალიტიკური პროექტის წევრია:საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.2017 წლის აპრილში სამინისტრომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან), ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროპის ქვეყნებში მსახურობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/25/244932534_62:0:963:676_1920x0_80_0_0_3a4878e32e8864964d4cd1fd36e03354.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
შსს-ს თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე: პროგრესი და რეფორმები
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ინტერპოლთან და ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა - ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დონეზე მუშაობის შედეგები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ანგარიშშია წარმოდგენილი.
ანგარიშის თანახმად, ამჟამად საქართველოს პოლიციის 19 წარმომადგენელი 38 სახელმწიფოსა და ორ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. გარდა ამისა, მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და მათი მივლენება კატარში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
ასევე, საქართველოს შსს აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამართალდამცავ სტრუქტურებთან.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდში, უწყებამ ევროპოლის, ინტერპოლის არხებისა და საერთაშორისო ურთიერთქმედების სხვა მექანიზმების მეშვეობით, 25 ათასი პირის შესახებ 13 ათასზე მეტი ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვალა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო EMPACT-ის პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ევროპოლთან და მისი 9 ანალიტიკური პროექტის წევრია:
ორგანიზებული ქონებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
მაღალი რისკის კრიმინალური დაჯგუფებები;
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
იარაღით უკანონოდ ვაჭრობა;
კოკაინი, ჰეროინი, კანაფი;
უკანონოდ მიღებული შემოსავლები, ფულის გათეთრება, ქონების დაბრუნება;
ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია;
საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა;
დანაშაული ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ, დოკუმენტებისა და ფულის გაყალბება.
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.
2017 წლის აპრილში სამინისტრომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან), ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროპის ქვეყნებში მსახურობენ.