ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იწყება

© Government of Georgiaბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
ფესტივალზე 637 მედალი გათამაშდება – 198 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 241 ბრინჯაო.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დღეს, 2 ივნისს ბათუმში მასშტაბური სპორტული ღონისძიება - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იწყება.
ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ბათუმის სტადიონზე 22:00 საათზე გაიმართება.
ფესტივალის მიზანია სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდებისა და მომავალი ოლიმპიელების გამოვლენა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - ღონისძიებაში, რომელიც 6 ივნისს დასრულდება, საქართველოს 12 რეგიონის 1,2 ათასამდე სპორტმენი მონაწილეობს.
ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე 14-დან 17 წლამდე სპორტსმენები ერთმანეთს 3X3 კალათბურთში, ბადმინტონში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ, ქართულ და ქვიშის ჭიდაობაში, ძიუდოში, კრივში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტაეკვონდოში, მინიფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ცურვასა და ხელბურთში შეეჯბრებიან.
ფესტივალზე 637 მედალი გათამაშდება – 198 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 241 ბრინჯაო. ფესტივალის პროგრამაში შემავალი სახეობებიდან ექვსში 2-2 ბრინჯაოს მედალი გაიცემა.
ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0