პოლიციამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღკვეთა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი - საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პირებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი - 94 აბი ამოიღეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0