სიახლეები, რომლებიც 1-ელი ივნისიდან შევიდა ძალაში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2026
გამოწერა
სიახლეები ეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებსა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან, საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში, რომლებიც მიმდინარე თვის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება.
ცვლილებები ეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებსა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.
საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი დღეიდან იწყება
1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება იწყება. ეს ფუნქცია შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლადშექმნილ სამმართველოს დაეკისრა.
აღნიშნული დეპარტამენტის ამოცანა იქნება საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
ვინ ვეღარ ისარგებლებს დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვით
დღეიდან იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის წესი ემიგრანტებისთვის. კერძოდ, ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.
2026 წლის 1-ელი ივ­ნი­სი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად, გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ყო­ველ­თაო ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის გეგ­მუ­რი ამბულატო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რეგისტრაციის მო­დუ­ლი­დან იმ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ 6 თვე და მეტი ვა­დით უწყვე­ტად.
მო­სარ­გებ­ლის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა „სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ზე გა­დას­ვლის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბელ ზო­გი­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 21 თე­ბერ­ვლის №36 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პროგ­რა­მის 23-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად,“ - ნათქვამია დადგენილებაში.
სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება
1-ელი ივნისიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია გარკვეული ჯარიმები.
სიახლე შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ - აღნიშნული პირები ვალდებული არიან სავალდებულო რეგისტრაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში გაიარონ.
სერტიფიკატის გარეშე მუშაობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონა კი გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.
მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა
2026 წლის 15 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის თანახმად, ახა­ლი წე­სე­ბი რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დებს შე­ე­ხე­ბა.
კერ­ძოდ, B და B1 კა­ტე­გო­რი­ის თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე კან­დი­დატს 30-კი­თხვი­ან ტეს­ტში მაქ­სი­მუმ 5 შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა. გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, თუ კან­დი­და­ტი 30 წუთ­ში მი­ნი­მუმ 25 სწორ პა­სუხს გას­ცემს. მა­ნამ­დე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო 27 სწო­რი პა­სუ­ხი იყო.
ამას­თან, იც­ვლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის შე­ფა­სე­ბის წე­სიც. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, თუ კან­დი­და­ტი გარ­კვე­ულ მო­თხოვ­ნას პირ­ვე­ლად არა­სა­თა­ნა­დოდ შე­ას­რუ­ლებს, გა­მომ­ცდელს შე­ეძ­ლე­ბა მას და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს შეც­დო­მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.
გარ­და ამი­სა, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე მსუ­ბუ­ქი შეც­დო­მე­ბის და­საშ­ვე­ბი ზღვა­რი იზ­რდე­ბა. თუ მა­ნამ­დე კან­დი­დატს გა­მოც­და­ზე მხო­ლოდ 12 მსუ­ბუ­ქი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ახლა 15 ან მეტი მსუ­ბუ­ქი შეც­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­იჭ­რე­ბა.
ცვლილებები ასევე ეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგების დაჯავშნას. ბრძანების მიხედვით, მომსახურების სააგენტო სპეციალური ალგორითმით განსაზღვრავს კანდიდატებისთვის ადგილების განაწილებას, რათა რიგები უფრო თანაბრად გადანაწილდეს.
გარდა ამისა, 2026 წლის ივნისიდან ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. რაც შეეხება არაგეგმურ გამოცდას, მისი ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ შაბათს ექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0