https://sputnik-georgia.com/20260601/miqanadze-bavshvta-dges-ulocavs-298942932.html
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი: განათლების მინისტრმა ბავშვებს დღესასწაული მიულოცა
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი: განათლების მინისტრმა ბავშვებს დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T15:00+0400
2026-06-01T15:00+0400
2026-06-01T15:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალა და იმედია, ნათქვამია საქართველოს განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში. უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება. მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ სპეციალურ სესიაზე 1949 წლის ნოემბერში მიიღო.როგორც მიქანაძემ განაცხადა, სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საქართველ ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას და 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მინისტრმაბ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ყველა ბავშვს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს - ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მომავალი თაობის აღზრდას.ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ძირითადი ღონისძიებები თბილისში დედაენის ბაღში იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი: განათლების მინისტრმა ბავშვებს დღესასწაული მიულოცა
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალა და იმედია, ნათქვამია საქართველოს განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში.
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება. მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ სპეციალურ სესიაზე 1949 წლის ნოემბერში მიიღო.
„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ადამიანების მთავარი საზრუნავი თქვენთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა“, - ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.
როგორც მიქანაძემ განაცხადა, სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საქართველ ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას და 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ძალა და მთავარი იმედი. ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში შეგიქმნათ გარემო, სადაც მიიღებთ ღირებულ ცოდნას და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. დაისახეთ თამამი მიზნები, არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა.მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, უდარდელ, სიყვარულით სავსე ბავშვობას და უამრავ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, - ნათქვამია მილისალოც წერილში.
მინისტრმაბ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ყველა ბავშვს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს - ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მომავალი თაობის აღზრდას.
ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ძირითადი ღონისძიებები თბილისში დედაენის ბაღში იმართება.