https://sputnik-georgia.com/20260601/mestiashi-ukanono-mainigze-kontroli-gazlierdeba-298947415.html
ხელისუფლება: მესტიაში უკანონო მაინინგზე კონტროლი გაძლიერდება
ხელისუფლება: მესტიაში უკანონო მაინინგზე კონტროლი გაძლიერდება
Sputnik საქართველო
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T20:47+0400
2026-06-01T20:47+0400
2026-06-01T20:47+0400
საქართველო
სვანეთი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ენერგეტიკა
კრიპტოვალუტა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060018_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_c7f225134effcd4bf6059c60a23325b8.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან ბრძოლას იწყებს, რაც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კვტ/საათი შეადგინა, მაშინ როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კვტ/საათს.„ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას, მინიმუმ, 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს", - განაცხადა მდინარაძემ. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში თითოეული აბონენტი მოხმარებული ენერგიის საფასურის ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით 1,5 ლარს იხდის.მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა.სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060018_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_3d2ba6e4779e410af70d633dc59c3fc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სვანეთი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, კრიპტოვალუტა, ახალი ამბები
საქართველო, სვანეთი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, კრიპტოვალუტა, ახალი ამბები
ხელისუფლება: მესტიაში უკანონო მაინინგზე კონტროლი გაძლიერდება
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან ბრძოლას იწყებს, რაც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
„უარესდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც, ადგილობრივ მოსახლეობის გარდა, ნეგატიურად ისახება ტურიზმზეც", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კვტ/საათი შეადგინა, მაშინ როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კვტ/საათს.
„ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას, მინიმუმ, 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში თითოეული აბონენტი მოხმარებული ენერგიის საფასურის ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით 1,5 ლარს იხდის.
მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა.
„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი", - განაცხადა მდინარაძემ.
სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.