https://sputnik-georgia.com/20260601/erdogani-saqartvelos-monawileobit-mimdinare-energoproeqtze-298947157.html
რეგიონის ენერგოუსაფრთხოება: ერდოღანი საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე ენერგოპროექტზე
რეგიონის ენერგოუსაფრთხოება: ერდოღანი საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე ენერგოპროექტზე
Sputnik საქართველო
ბაქო—თბილისი—ჯეიჰანისა და TANAP-ის ტრანზიტული დერეფნების წარმატებული ექსპლუატაციის ფონზე, თურქულმა მხარემ „ TANAP-ის ელექტროენერგეტიკული ვერსიის“ შექმნაზე... 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T19:51+0400
2026-06-01T19:51+0400
2026-06-01T19:51+0400
საქართველო
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287956863_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8615119a4c4ff156b7146df520969b77.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემა და ვაჭრობა“, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, წვლილს შეიტანს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში.ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის მონაწილეებისადმი გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა. ერდოღანის წერილი ღონისძიებაზე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა წაიკითხა. ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის მონაწილეებისადმი ერდოღანის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სწორი და შორსმჭვრეტელი იყო აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ენერგეტიკულ სფეროში გადადგმული ნაბიჯები. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდა არაერთი მეგაპროექტი, რომელიც ოდესღაც რეგიონისთვის მხოლოდ ოცნებად აღიქმებოდა და ამ სფეროში თანამშრომლობა გრძელდება.თურქეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა პროექტები: ბაქო—თბილისი—ჯეიჰანი, ბაქო—თბილისი—ერზრუმი და TANAP, რომლებიც აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქართველოს მხარდაჭერით განახორციელეს.„არსებობს დიდი შესაძლებლობები თანამშრომლობის გაფართოებისთვის თურქმენული გაზის ექსპორტის მიმართულებით აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ბაქო—თბილისი—ჯეიჰანის მილსადენის გამოყენების ზრდას ყაზახეთის ბუნებრივი რესურსების დასავლურ ბაზრებზე მისაწოდებლად“, — აღნიშნა ერდოღანმა.თავის მხრივ, ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბულგარეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაზე მუშაობენ.„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ TANAP-ის ელექტროენერგეტიკული ვერსია“, — აღნიშნა მან.საუბარია ტრანსანატოლიურ გაზსადენზე (TANAP), რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე მიდის. იგი წარმოადგენს „სამხრეთის გაზის დერეფნის" საკვანძო რგოლს, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანული გაზის „შაჰ-დენიზ-2"-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებმა 2025 წლის აპრილში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.მემორანდუმის ხელმოწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შედგა. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და გაძლიერება მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში, რაც განხორციელდება ერთობლივი პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე ორმხრივად სასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.მემორანდუმში ხაზგასმულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287956863_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_add8ffd612a24251af675893db7cce6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, აზერბაიჯანი
საქართველო, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, აზერბაიჯანი
რეგიონის ენერგოუსაფრთხოება: ერდოღანი საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე ენერგოპროექტზე
ბაქო—თბილისი—ჯეიჰანისა და TANAP-ის ტრანზიტული დერეფნების წარმატებული ექსპლუატაციის ფონზე, თურქულმა მხარემ „ TANAP-ის ელექტროენერგეტიკული ვერსიის“ შექმნაზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემა და ვაჭრობა“, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, წვლილს შეიტანს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში.
ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის მონაწილეებისადმი გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა. ერდოღანის წერილი ღონისძიებაზე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა წაიკითხა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის პროექტის – „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემა და ვაჭრობა“ – რეალიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, — ნათქვამია წერილში.
ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის მონაწილეებისადმი ერდოღანის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სწორი და შორსმჭვრეტელი იყო აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ენერგეტიკულ სფეროში გადადგმული ნაბიჯები. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდა არაერთი მეგაპროექტი, რომელიც ოდესღაც რეგიონისთვის მხოლოდ ოცნებად აღიქმებოდა და ამ სფეროში თანამშრომლობა გრძელდება.
თურქეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა პროექტები: ბაქო—თბილისი—ჯეიჰანი, ბაქო—თბილისი—ერზრუმი და TANAP, რომლებიც აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქართველოს მხარდაჭერით განახორციელეს.
„არსებობს დიდი შესაძლებლობები თანამშრომლობის გაფართოებისთვის თურქმენული გაზის ექსპორტის მიმართულებით აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ბაქო—თბილისი—ჯეიჰანის მილსადენის გამოყენების ზრდას ყაზახეთის ბუნებრივი რესურსების დასავლურ ბაზრებზე მისაწოდებლად“, — აღნიშნა ერდოღანმა.
თავის მხრივ, ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბულგარეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაზე მუშაობენ.
„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ TANAP-ის ელექტროენერგეტიკული ვერსია“, — აღნიშნა მან.
საუბარია ტრანსანატოლიურ გაზსადენზე (TANAP), რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე მიდის. იგი წარმოადგენს „სამხრეთის გაზის დერეფნის" საკვანძო რგოლს, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანული გაზის „შაჰ-დენიზ-2"-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.
აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებმა 2025 წლის აპრილში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
მემორანდუმის ხელმოწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შედგა. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და გაძლიერება მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში, რაც განხორციელდება ერთობლივი პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე ორმხრივად სასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.
მემორანდუმში ხაზგასმულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.