https://sputnik-georgia.com/20260531/tamazashvilma-policielebs-propesiuli-dge-miuloca-298937264.html
შს მინისტრი: პოლიციელობა არ გახლავთ მხოლოდ პროფესია, ესაა არჩევანი ემსახურო სამშობლოს
შს მინისტრი: პოლიციელობა არ გახლავთ მხოლოდ პროფესია, ესაა არჩევანი ემსახურო სამშობლოს
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება. 31.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-31T21:32+0400
2026-05-31T21:32+0400
2026-05-31T22:45+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/07/292817064_0:127:1280:847_1920x0_80_0_0_b371da0ee8cccce40992eebc3f7a64bd.jpg
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა სულხან თამაზაშვილმა უწყების თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა.პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგისა და მოქალაქეების მშვიდობის დაცვისთვის და წარმატებები უსურვა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მოითხოვს უდიდეს თავდადებას, რადგან ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან მოქალაქეების მშვიდობის სადარაჯოზე. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მინისტრმა შსს-ის სხვადასხვა დანაყოფების დამსახურებული თანამშრომლები დააჯილდოვა, თავად შს მინისტრს კი დღეს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.სულხან თამაზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2026 წლის 21 აპრილს დაინიშნა, აღნიშნულ თანამდებობაზე მან გელა გელაძე შეცვალა.საქართველოში პოლიციის დღე 2010 წელს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით დაწესდა. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/07/292817064_0:7:1280:967_1920x0_80_0_0_05ae696903373a792bb23ac6e88f14ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
შს მინისტრი: პოლიციელობა არ გახლავთ მხოლოდ პროფესია, ესაა არჩევანი ემსახურო სამშობლოს
21:32 31.05.2026 (განახლებულია: 22:45 31.05.2026) საქართველოში დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა სულხან თამაზაშვილმა უწყების თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა.
პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგისა და მოქალაქეების მშვიდობის დაცვისთვის და წარმატებები უსურვა.
„პოლიციელის დღე არის ერთგულების, თადადების და სიმამაცის სიმბოლო. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი თქვენს წინაშე პირველად წარვდგე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა აქ ვდგავარ როგორც პოლიციელი. მე ვიცი რას ნიშნავს ატარო პოლიციელის ფორმა, ვიცი რამხელა პასუხისმგებლობა დგას თითოეული პოლიციელის უკან", - განაცხადა თამაზაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მოითხოვს უდიდეს თავდადებას, რადგან ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან მოქალაქეების მშვიდობის სადარაჯოზე.
„პოლიციელობა არ გახლავთ მხოლოდ პროფესია, ესაა არჩევანი ემსახურო სამშობლოს და ყველაზე რთულ დოსაც იყო იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება. ამიტომაც თქვენ უნდა იყოთ ამაყები, იმიტომ რომ საქართველოს უსაფრთხოება თქვენით შენდება და ძლიერდება", - განაცხადა სულხანიშვილმა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მინისტრმა შსს-ის სხვადასხვა დანაყოფების დამსახურებული თანამშრომლები დააჯილდოვა, თავად შს მინისტრს კი დღეს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
სულხან თამაზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2026 წლის 21 აპრილს დაინიშნა, აღნიშნულ თანამდებობაზე მან გელა გელაძე შეცვალა.
საქართველოში პოლიციის დღე 2010 წელს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით დაწესდა. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.