https://sputnik-georgia.com/20260531/siradze-policielebs-propesiul-dges-ulocavs-298935201.html
სირაძე: პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
სირაძე: პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციელის დღეს ღონისძიებით აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება. 31.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-31T18:11+0400
2026-05-31T18:11+0400
2026-05-31T18:11+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/92/246229201_0:0:1787:1006_1920x0_80_0_0_014eef778a88f58f760070ac6259c034.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით. საქართველოში 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება - საზეიმო ღონისძიება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება.მისი თქმით, სამართალდამცველები 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. დღეს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში შსს-ის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდიმარაძე. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს. პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით დაწესდა. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24622/92/246229201_133:0:1637:1128_1920x0_80_0_0_06b41948d8bf330f3f3701304eb655db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სირაძე: პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციელის დღეს ღონისძიებით აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით.
საქართველოში 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება - საზეიმო ღონისძიება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დავის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და შრომას მოითხოვს. მინდა თითოეულ პოლიციელს ვუსურვო წარმატებები და ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება", - განაცხადა სირაძემ.
მისი თქმით, სამართალდამცველები 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
დღეს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში შსს-ის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდიმარაძე.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით დაწესდა. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.