საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

© Сourtesy of Georgian Governmentპოლიციის დღე
პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება - საიუბილეო და საზეიმო ღონისძიება, ტრადიციულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ იმართება.
დაგეგმილია სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფების საზეიმო მსვლელობა - აღლუმს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ჩაიბარებს.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0