https://sputnik-georgia.com/20260531/saqartvelos-pirvelma-pirebma-policielebs-propesiuli-dge-miuloces-298937419.html
საქართველოს პირველმა პირებმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს
საქართველოს პირველმა პირებმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს, 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. 31.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-31T22:11+0400
2026-05-31T22:11+0400
2026-05-31T22:11+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1f/293594825_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_69a530235013d17177675d01565bf35a.jpg
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს.პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.როგორც მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სწორედ პოლიციელებს მიუძღვნით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელები კანონისა და საკუთარი მისიის ერთგულებით, ფასადაუდებელ სამსახურს ეწევიან სამშობლოსთვის.„სწორედ თქვენს ყოველდღიურ შრომას და თავდადებას ეფუძნება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამაყობს და რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია", - აღნიშნა პრემიერმა.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებს მუნდირს და მზადა დაუფიქრებლად გასწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.„პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ყაველაშვილმა.შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა პოლიციელს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის.სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.„გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს თქვენი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში, კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს მუდმივ, თავდაუზოგავ შრომას და ქვეყნისადმი თავდადებას", - განაცხადა მდინარაძემ.როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესიაა.„თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია", - განაცხადა მდინარაძემ.პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1f/293594825_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c167b4d2632b4227921f7f24966d8db8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პირველმა პირებმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს
საქართველოში დღეს, 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს.
პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სწორედ პოლიციელებს მიუძღვნით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.
„გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელები კანონისა და საკუთარი მისიის ერთგულებით, ფასადაუდებელ სამსახურს ეწევიან სამშობლოსთვის.
„სწორედ თქვენს ყოველდღიურ შრომას და თავდადებას ეფუძნება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამაყობს და რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია", - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებს მუნდირს და მზადა დაუფიქრებლად გასწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად.
„პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა - მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.
„პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ყაველაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა პოლიციელს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის.
„პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს. იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე. თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს თქვენი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში, კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს მუდმივ, თავდაუზოგავ შრომას და ქვეყნისადმი თავდადებას", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესიაა.
„თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.