ქვემო ქართლში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა.
პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელიც მამაკაცს დარეგისტრირებული არ ჰქონდა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0