https://sputnik-georgia.com/20260531/putini-momlaparakeblis-sercheva-evrokavshiris-saqmea-mastan-shexvedra-rusetis-298934495.html
პუტინი: მომლაპარაკებლის შერჩევა ევროკავშირის საქმეა, მასთან შეხვედრა — რუსეთის
პუტინი: მომლაპარაკებლის შერჩევა ევროკავშირის საქმეა, მასთან შეხვედრა — რუსეთის
Sputnik საქართველო
როგორც ადრე პუტინმა განაცხადა, ევროპელებმა თავად უნდა აირჩიონ ლიდერი, თუმცა, პირადად მისთვის უფრო მისაღები გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი იქნებოდა. 31.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-31T16:29+0400
2026-05-31T16:29+0400
2026-05-31T16:29+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გერმანია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/13/296704450_0:56:3072:1784_1920x0_80_0_0_a493bb152d14da12a7ae6a90ea3a7ff8.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ევროკავშირის მხრიდან მომლაპარაკებლის განსაზღვრა რუსეთის საქმე არ არის, თუმცა, მასთან შეხვედრა-არშეხვედრის საკითხს მოსკოვი თავად გადაწყვეტს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას.მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მომლაპარაკებლის რანგში ევროპას, ჯერჯერობით, არავინ დაუსახელებია და როდესაც შეთავაზება იქნება — „შევხედავთ“.„შემოგვთავაზებენ თუ არა — ვნახოთ. შევხედავთ გვჭირდება თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკოსთან შეხვედრა, შეიძლება თუ არა მისი ნდობა" რამეში ვენდოთ, თუ არა“, — დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, პუტინმა აღნიშნა, რომ პირადად მისთვის უფრო მისაღები გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი იქნებოდა. ამასთან, დასძინა, რომ ევროპელებმა თავად უნდა აირჩიონ ლიდერი, რომელსაც ენდობიან. სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე უარი სწორედ ევროპამ თქვა და არა რუსეთმა. აღნიშნული განცხადება ევროპაში მწვავე განხილვის მიზეზი გახდა. კერძოდ, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა გააკრიტიკა შრედერის კანდიდატურა და განაცხადა, რომ მზად არის წარმოადგინოს ევროკავშირი რუსეთთან დიალოგში. თუმცა, მოგვიანებით დიპლომატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.პარაკევს, ასტანაში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „როდესაც ბატონი შრედერის გვარი დავასახელე, ვგულისხმობდი, რომ ის არის ადამიანი, რომლის ნდობაც შეიძლება“.„მას სხვადასხვა იარლიყებს აკრავენ, რომ ის ჩემი მეგობარია და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენ მასთან ვმეგობრობთ. რა არის აქ დასამალი, ან ცუდი?“ — განაცხადა პუტინმა.მისი თქმით, გერჰარდ შრედერი ყოველთვის გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის დროს.მანამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ევროპელი ლიდერი, რომელსაც რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/13/296704450_228:0:2959:2048_1920x0_80_0_0_4f619b1e4526dc40747101eece54fe26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინი: მომლაპარაკებლის შერჩევა ევროკავშირის საქმეა, მასთან შეხვედრა — რუსეთის
როგორც ადრე პუტინმა განაცხადა, ევროპელებმა თავად უნდა აირჩიონ ლიდერი, თუმცა, პირადად მისთვის უფრო მისაღები გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი იქნებოდა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ევროკავშირის მხრიდან მომლაპარაკებლის განსაზღვრა რუსეთის საქმე არ არის, თუმცა, მასთან შეხვედრა-არშეხვედრის საკითხს მოსკოვი თავად გადაწყვეტს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას.
„ჩვენი საქმე არ არის მომლაპარაკებლის განსაზღვრა, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენი გადასაწყვეტია — შევხვდეთ თუ არა დასავლეთ ევროპის დღევანდელი პოლიტიკის ამა თუ იმ სუბიექტს. ეს უკვე ჩვენი საქმეა“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მომლაპარაკებლის რანგში ევროპას, ჯერჯერობით, არავინ დაუსახელებია და როდესაც შეთავაზება იქნება — „შევხედავთ“.
„შემოგვთავაზებენ თუ არა — ვნახოთ. შევხედავთ გვჭირდება თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკოსთან შეხვედრა, შეიძლება თუ არა მისი ნდობა" რამეში ვენდოთ, თუ არა“, — დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, პუტინმა აღნიშნა, რომ პირადად მისთვის უფრო მისაღები გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი იქნებოდა. ამასთან, დასძინა, რომ ევროპელებმა თავად უნდა აირჩიონ ლიდერი, რომელსაც ენდობიან. სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე უარი სწორედ ევროპამ თქვა და არა რუსეთმა. აღნიშნული განცხადება ევროპაში მწვავე განხილვის მიზეზი გახდა. კერძოდ, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა გააკრიტიკა შრედერის კანდიდატურა და განაცხადა, რომ მზად არის წარმოადგინოს ევროკავშირი რუსეთთან დიალოგში. თუმცა, მოგვიანებით დიპლომატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
პარაკევს, ასტანაში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „როდესაც ბატონი შრედერის გვარი დავასახელე, ვგულისხმობდი, რომ ის არის ადამიანი, რომლის ნდობაც შეიძლება“.
„მას სხვადასხვა იარლიყებს აკრავენ, რომ ის ჩემი მეგობარია და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენ მასთან ვმეგობრობთ. რა არის აქ დასამალი, ან ცუდი?“ — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, გერჰარდ შრედერი ყოველთვის გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის დროს.
მანამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ევროპელი ლიდერი, რომელსაც რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.