https://sputnik-georgia.com/20260530/wlis-dasawyisidan-narkodanasaulsi-braldebul-pirta-raodenoba-4-atass-uaxlovdeba-298927629.html
წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირთა რაოდენობა 4 ათასს მიუახლოვდა
წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირთა რაოდენობა 4 ათასს მიუახლოვდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. 30.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-30T21:08+0400
2026-05-30T21:08+0400
2026-05-30T21:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის დასაწყისიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 3946 პირს წაუყენა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ცნობით, იანვარში ნარკოდანაშაულისთვის ბრალი 756 პირს წარედგინა, თებერვალში - 1.114-ს, მარტში - 1049-ს, აპრილში - 1027-ს.ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან 2659-ს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, 179-ს კი ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.ამასთან, შსს-ს მონაცემებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 2026 წლის პირველ ოთხ თვეში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.საპატიმრო სასჯელი 8-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროთ სავალდებულო მკურნალობა.ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქსტატი
წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირთა რაოდენობა 4 ათასს მიუახლოვდა
ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის დასაწყისიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 3946 პირს წაუყენა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარში ნარკოდანაშაულისთვის ბრალი 756 პირს წარედგინა, თებერვალში - 1.114-ს, მარტში - 1049-ს, აპრილში - 1027-ს.
ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან 2659-ს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, 179-ს კი ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
ამასთან, შსს-ს მონაცემებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 2026 წლის პირველ ოთხ თვეში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
საპატიმრო სასჯელი 8-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროთ სავალდებულო მკურნალობა.
ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.