https://sputnik-georgia.com/20260530/saqartvelosi-sqeltanian-saxelmzrvaneloebze-uars-amboben-siaxle-moswavleebistvis-298920816.html
საქართველოში სქელტანიან სახელმძღვანელოებზე უარს ამბობენ - სიახლე მოსწავლეებისთვის
საქართველოში სქელტანიან სახელმძღვანელოებზე უარს ამბობენ - სიახლე მოსწავლეებისთვის
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ საქართველოს ყველა სკოლისთვის ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადასვლა დააანონსა 30.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-30T11:38+0400
2026-05-30T11:38+0400
2026-05-30T11:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663167_0:38:3072:1766_1920x0_80_0_0_10b02fb0ddee09e622ed283baac3c263.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებს მძიმე წიგნების ტარება აღარ მოუწევთ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.განათლების სამინისტრომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადასვლა დააანონსა - საქართველოს ყველა სკოლა ერთიანი სახელმძღვანელოებით ისწავლის.„უარს ვამბობთ სქელტანიან სახელმძღვანელოებზე. შემოგვაქვს ახალი პრინციპი, გადავდივართ სემესტრულ სახელმძღვანელოებზე. ზოგი სახელმძღვანელო სამ და ოთხ ნაწილად დაიბეჭდება, რათა მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ. ამ კუთხითაც ვზრუნავთ და ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს ახალ სახელმძღვანელოებს პირველი, მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეები მიიღებენ.მინისტრის თქმით, სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, აკადემიურად გამართულ და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის სასწავლო რესურსზე.„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები, რომელთა მასალებიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია, ერთეული კარგი წიგნების ან ცალკეული გამართული თავების თუ საკითხების არსებობა სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენდა. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა“, - განაცხადა მიქანაძემ.მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში.„ყველა ის სახელმძღვანელო, რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში, გაივლის პილოტირების ეტაპს უშუალოდ სასწავლო პროცესში, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით“, - განაცხადა მიქანაძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელს, ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, უფლება აქვს, დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა.„მხოლოდ ღიაობის, მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელი იქნება ხარისხიანი, აკადემიურად გამართული და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და ფართო ხედვის განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა მიქანაძემ.სასკოლო, ანუ ზოგადი განათლება საქართველოში სამ ეტაპს მოიცავს:დაწყებითი (1-6 კლასი);საბაზო (7-9 კლასი);საშუალო (10-11 კლასი);2028 წლიდან დამატებით მე-12 კლასი სურვილისამებრ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663167_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_4da053c9f419e41d2b743debf51c8943.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოში სქელტანიან სახელმძღვანელოებზე უარს ამბობენ - სიახლე მოსწავლეებისთვის
განათლების სამინისტრომ საქართველოს ყველა სკოლისთვის ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადასვლა დააანონსა
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებს მძიმე წიგნების ტარება აღარ მოუწევთ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
განათლების სამინისტრომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადასვლა დააანონსა - საქართველოს ყველა სკოლა ერთიანი სახელმძღვანელოებით ისწავლის.
„უარს ვამბობთ სქელტანიან სახელმძღვანელოებზე. შემოგვაქვს ახალი პრინციპი, გადავდივართ სემესტრულ სახელმძღვანელოებზე. ზოგი სახელმძღვანელო სამ და ოთხ ნაწილად დაიბეჭდება, რათა მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ. ამ კუთხითაც ვზრუნავთ და ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს ახალ სახელმძღვანელოებს პირველი, მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეები მიიღებენ.
„წელს, სასწავლო წლის დასაწყისში პირველ, მეშვიდე, მეათე კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, აკადემიურად გამართულ და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის სასწავლო რესურსზე.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები, რომელთა მასალებიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია, ერთეული კარგი წიგნების ან ცალკეული გამართული თავების თუ საკითხების არსებობა სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენდა. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში.
„ყველა ის სახელმძღვანელო, რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში, გაივლის პილოტირების ეტაპს უშუალოდ სასწავლო პროცესში, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით“, - განაცხადა მიქანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელს, ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, უფლება აქვს, დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა.
„მხოლოდ ღიაობის, მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელი იქნება ხარისხიანი, აკადემიურად გამართული და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და ფართო ხედვის განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა მიქანაძემ.
სასკოლო, ანუ ზოგადი განათლება საქართველოში სამ ეტაპს მოიცავს:
2028 წლიდან დამატებით მე-12 კლასი სურვილისამებრ