https://sputnik-georgia.com/20260529/peskovma-evrokavsiris-uaris-tqmas-rusettan-dialogze-sisi-sisulele-uwoda-298918266.html
პესკოვმა ევროკავშირის უარის თქმას რუსეთთან დიალოგზე „დიდი სისულელე“ უწოდა
პესკოვმა ევროკავშირის უარის თქმას რუსეთთან დიალოგზე „დიდი სისულელე“ უწოდა
Sputnik საქართველო
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კონფლიქტის მხარეა და მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ვერ შეასრულებს 29.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-29T18:53+0400
2026-05-29T18:53+0400
2026-05-30T00:53+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1e/297878392_0:178:3007:1869_1920x0_80_0_0_58fe97866a4468dac66245c0c4c85df6.jpg
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ევროკავშირის უარი რუსეთთან დიალოგზე ყველაზე დიდი სისულელეა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.„ყველაზე დიდი სისულელე, რასაც ევროპელები და ბრიუსელში მყოფი ადამიანები სჩადიან, იმაშია, რომ რუსეთთან ნებისმიერ დიალოგზე უარს აცხადებენ“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარება ან განხილვა დიალოგის გარეშე შეუძლებელია.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპას ამჟამად არ შეუძლია შუამავლის როლის შესრულება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან ის კონფლიქტის მხარეა.„არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპული იარაღი პირდაპირ ჩვენი მისამართით ისვრის და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობა უფრო სწრაფად დამყარდება, თუ ყველა ქვეყანა შეწყვეტს იქ იარაღის მიწოდებას.თუმცა, პესკოვი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ევროპა ეძებს ადამიანს, რომელსაც შეუძლია რუსეთთან დიალოგის დაწყება.კრემლში ადრე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის თითქოსდა მისწრაფება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემაზე მოსკოვთან მოლაპარაკება აწარმოოს, მხოლოდდამხოლოდ იმიტაციაა, სინამდვილეში კი ევროკავშირი კიევის რეჟიმს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებს.
უკრაინა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1e/297878392_138:0:2867:2047_1920x0_80_0_0_5215d35df1462c55b59e628b7ae934fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ევროკავშირი
პესკოვმა ევროკავშირის უარის თქმას რუსეთთან დიალოგზე „დიდი სისულელე“ უწოდა
18:53 29.05.2026 (განახლებულია: 00:53 30.05.2026) რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კონფლიქტის მხარეა და მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ვერ შეასრულებს
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ევროკავშირის უარი რუსეთთან დიალოგზე ყველაზე დიდი სისულელეა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ყველაზე დიდი სისულელე, რასაც ევროპელები და ბრიუსელში მყოფი ადამიანები სჩადიან, იმაშია, რომ რუსეთთან ნებისმიერ დიალოგზე უარს აცხადებენ“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარება ან განხილვა დიალოგის გარეშე შეუძლებელია.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპას ამჟამად არ შეუძლია შუამავლის როლის შესრულება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან ის კონფლიქტის მხარეა.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპული იარაღი პირდაპირ ჩვენი მისამართით ისვრის და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობა უფრო სწრაფად დამყარდება, თუ ყველა ქვეყანა შეწყვეტს იქ იარაღის მიწოდებას.
თუმცა, პესკოვი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ევროპა ეძებს ადამიანს, რომელსაც შეუძლია რუსეთთან დიალოგის დაწყება.
კრემლში ადრე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის თითქოსდა მისწრაფება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემაზე მოსკოვთან მოლაპარაკება აწარმოოს, მხოლოდდამხოლოდ იმიტაციაა, სინამდვილეში კი ევროკავშირი კიევის რეჟიმს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებს.