ბათუმში შეზლონგებსა და ქოლგებზე ფიქსირებული ფასი დაწესდება

© Emergency Management Service of Georgiaბათუმის სანაპირო
ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2026
გამოწერა
საკურორტო სეზონი ბათუმში ივნისის შუა რიცხვებში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ბათუმის პლაჟზე შეზლონგებსა და ქოლგებზე ფიქსირებული ფასები დაწესდება. შესაბამისი აუქციონები გამოაცხადა სანაპირო ზოლის მართვაზე პასუხისმგებელმა სსიპ-მა "ბათუმის ბულვარი".
2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის ბათუმის მერიამ გამოაცხადა 30-ზე მეტი აუქციონი, რომელზეც მიწა 1 ნოემბრამდე, იჯარით გაიცემა. აუქციონში გამარჯვებული შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი.
პირობების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია ქონება მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. მან იჯარით აღებულ სექტორზე უნდა განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი), სადაც 1 ერთეული შეზლონგის ღირებულება დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო 1 ერთეული ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.
ასევე, უნდა განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე.
აუქციონები დღეს,29 მაისს დასრულდება.
საკურორტო სეზონი ბათუმში ივნისის შუა რიცხვებში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქალაქი დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
ყველა ახალი ამბავი
0