https://sputnik-georgia.com/20260528/zivzivaze-mimdinare-sezonze-haidenhaimis-sauketeso-motamased-ariares-298899515.html
ზივზივაძე მიმდინარე სეზონზე „ჰაიდენჰაიმის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ზივზივაძე მიმდინარე სეზონზე „ჰაიდენჰაიმის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
Sputnik საქართველო
ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი „ჰაიდენჰაიმთან“ 2025 წლის 3 იანვარს გააფორმა. 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T22:29+0400
2026-05-28T22:29+0400
2026-05-28T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288601113_0:56:1084:666_1920x0_80_0_0_287c5c4fd5e442c3b6db4a78f77ab7f7.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი ბუდუ ზივზივაძე 2025-26 სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.კენჭისყრა სპორტულმა გამოცემა Bulinews-მა ჩაატარა. ზივზივაძემ თავის მთავარ კონკურენტს - პატრიკ მაინკუს - ერთი ხმით გაუსწრო.„ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდს ბუნდესლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, იყო ბუდუ ზივზივაძე. ქართველმა სეზონის განმავლობაში რთული პერიოდები გადაიტანა. თუმცა საბოლოოდ ფორმაში შევიდა და ბუნდესლიგაში თავისი ექვსი გოლიდან ხუთი ბოლო ექვს მატჩში გაიტანა“, - წერს Bulinews.გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტანმაღალი ზივზივაძის ბურთის ფლობის და დაცვის დახმარების უნარი, მეორე „სართულზე“ თამაში „ჰაიდენჰაიმს“ მომავალ სეზონში მნიშვნელოვნად დაეხმარება.ანალიტიკოსების თქმით, „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 32-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნთან“ ფრედ დასრულებული (3:3) თამაში. გადარჩენისთვის ბრძოლაში ყველა ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმ თამაშში ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.ზივზივაძემ ოთხწლიანი კონტრაქტი „ჰაიდენჰაიმთან“ 2025 წლის 3 იანვარს გააფორმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288601113_0:0:1084:813_1920x0_80_0_0_4c73d3c2e4e81b2f37a304400648995d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ზივზივაძე მიმდინარე სეზონზე „ჰაიდენჰაიმის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი „ჰაიდენჰაიმთან“ 2025 წლის 3 იანვარს გააფორმა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი ბუდუ ზივზივაძე 2025-26 სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კენჭისყრა სპორტულმა გამოცემა Bulinews-მა ჩაატარა. ზივზივაძემ თავის მთავარ კონკურენტს - პატრიკ მაინკუს - ერთი ხმით გაუსწრო.
„ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდს ბუნდესლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, იყო ბუდუ ზივზივაძე. ქართველმა სეზონის განმავლობაში რთული პერიოდები გადაიტანა. თუმცა საბოლოოდ ფორმაში შევიდა და ბუნდესლიგაში თავისი ექვსი გოლიდან ხუთი ბოლო ექვს მატჩში გაიტანა“, - წერს Bulinews.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტანმაღალი ზივზივაძის ბურთის ფლობის და დაცვის დახმარების უნარი, მეორე „სართულზე“ თამაში „ჰაიდენჰაიმს“ მომავალ სეზონში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ანალიტიკოსების თქმით, „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 32-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნთან“ ფრედ დასრულებული (3:3) თამაში. გადარჩენისთვის ბრძოლაში ყველა ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმ თამაშში ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.
ზივზივაძემ ოთხწლიანი კონტრაქტი „ჰაიდენჰაიმთან“ 2025 წლის 3 იანვარს გააფორმა.