https://sputnik-georgia.com/20260528/xe-tyis-ukanono-mopoveba-298887472.html
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T13:58+0400
2026-05-28T13:58+0400
2026-05-28T13:58+0400
საქართველო
ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252048792_0:19:1347:777_1920x0_80_0_0_d1d7fac67e7dfe339396ad928cf302a1.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო. სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ, პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას. "ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში", - აღნიშულია ინფორმაციაში. უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის "საქმიან ეზოში". ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ტყის მონოტორინგის და კონტროლის გამკაცრების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. "მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები", -აღნიშნა ამირანაშვილმა. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252048792_143:0:1204:796_1920x0_80_0_0_d8acf285c6bc26e906d19f7f3424f55b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველო, ახალი ამბები, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.
სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ, პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას.
"ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში", - აღნიშულია ინფორმაციაში.
უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის "საქმიან ეზოში".
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ტყის მონოტორინგის და კონტროლის გამკაცრების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
"მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები", -აღნიშნა ამირანაშვილმა.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.