https://sputnik-georgia.com/20260528/saqartvelodan-txilis-eqsporti-gaizarda-298881505.html
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა
Sputnik საქართველო
წლიურად ექსპორტის ფიზიკური მოცულობა 7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სავალუტო შემოსავალი ერთბაშად 45%-ით, რადგან გარჩეულ თხილზე ფასი მკვეთრად ავარდა 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T09:37+0400
2026-05-28T09:37+0400
2026-05-28T09:37+0400
საქართველო
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388348_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_a052a0bc4b41887c5b8a475895879f3e.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 2026 წლის აპრილში საქართველომ 11 მლნ აშშ დოლარის 1,1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.გასული წლის აპრილთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 7%-ით - ანუ 70,1 ტონით მეტია, ხოლო ღირებულება - 45%-ით (3,4 მლნ დოლარით).ბოლო წლებში შეინიშნება როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ისე ფასის ზრდა, რაც გარჩეული თხილის მიწოდების მატებით არის განპირობებული.ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 11,2 ათასი ტონა თხილი.ამასთან, 1,3 ათასი ტონა თხილი ასევე ექსპორტირებულია სირიაში, 584 ტონა – რუსეთში, 520 ტონა - სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.დარგის დახმარებათხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388348_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_585ff81397df6a53d96d1cad81554242.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველო, ახალი ამბები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა
წლიურად ექსპორტის ფიზიკური მოცულობა 7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სავალუტო შემოსავალი ერთბაშად 45%-ით, რადგან გარჩეულ თხილზე ფასი მკვეთრად ავარდა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 2026 წლის აპრილში საქართველომ 11 მლნ აშშ დოლარის 1,1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
გასული წლის აპრილთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 7%-ით - ანუ 70,1 ტონით მეტია, ხოლო ღირებულება - 45%-ით (3,4 მლნ დოლარით).
ბოლო წლებში შეინიშნება როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ისე ფასის ზრდა, რაც გარჩეული თხილის მიწოდების მატებით არის განპირობებული.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 11,2 ათასი ტონა თხილი.
ამასთან, 1,3 ათასი ტონა თხილი ასევე ექსპორტირებულია სირიაში, 584 ტონა – რუსეთში, 520 ტონა - სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო.