რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს პრაგმატიზმის საფუძველზე ამყარებს - ზახაროვა

© courtesy of Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2026
გამოწერა
რუსეთი საქართველოსთვის კვლავ მთავარ საექსპორტო ბაზრად და ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის წამყვან მიმწოდებლად რჩება, აღნიშნა ზახაროვამ
თბილისი, 28 მაისი - Sputnik. რუსეთი საქართველოსთან კავშირების დამყარებას პრაგმატიზმისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით ცდილობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
„ევროკავშირის წარმომადგენელთა თავხედური მცდელობების მიუხედავად, თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსის თავსმოხვევის, ანტირუსული სანქციების დაწესებისა და, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესების დასავლეთის პოლიტიკური სიგიჟის სასარგებლოდ მსხვერპლად შეწირვის მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენს ხალხებს შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისთვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები და ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა - 1,4 მილიონს ადამიანს.
ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთვის კვლავ მთავარ საექსპორტო ბაზრად და ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის წამყვან მიმწოდებლად რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0