https://sputnik-georgia.com/20260528/mosazreba-baltiis-zrva-yvelaze-fetqebadsasisi-adgilia-planetaze-298890549.html
მოსაზრება: ბალტიის ზღვა ყველაზე ფეთქებადსაშიში ადგილია პლანეტაზე
მოსაზრება: ბალტიის ზღვა ყველაზე ფეთქებადსაშიში ადგილია პლანეტაზე
Sputnik საქართველო
ევროპა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, ბალტიის ზღვაში სტრატეგიული საერთაშორისო გაზსადენებისა და რუსეთის გემების აფეთქების გზით. ანტირუსული... 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T13:36+0400
2026-05-28T13:36+0400
2026-05-28T13:36+0400
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250618080_0:30:1601:930_1920x0_80_0_0_605c92cfdc62ef121b5f0817e89fc994.jpg
ФСБ-ს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და Росгвардия-ს სპეციალისტებმა აღკვეთეს გაზმზიდ „არხენიუსის“ აფეთქება, რომელიც 20 მაისს ბელგიის ანტვერპენიდან ლენინგრადის ოლქის პორტ უსტ-ლუგაში ჩავიდა. მყვინთავებმა გემის კორპუსზე, ძრავის განყოფილების რაიონში, აღმოაჩინეს ნატო--ს ერთ-ერთი ქვეყნის ქარხნული წარმოების მაგნიტური ნაღმები. ФСБ-ს თანამშრომლებმა ხაზგასმით აღნიშნეს: „მაგნიტური ნაღმების დამონტაჟება რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ვერ მოხდებოდა“. თითოეულ მოწყობილობაში პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების მასა დაახლოებით 7 კგ-ს შეადგენდა. ეს საკმარისი იყო „არხენიუსის“ გასანადგურებლად. ანალოგიური გზით, 4 მარტს, ხმელთაშუა ზღვაში თავდასხმა განხორციელდა და, ფაქტობრივად, განადგურდა რუსეთის გაზმზიდი „არქტიკ მეტაგაზი“. სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით — „საერთაშორისო ტერორიზმი“ — იძიება.„არხენიუსის“ შემთხვევაში ეჭვი, უპირველესად, ბელგიაზე მოდის. თუმცა, ევროპაში ანტირუსული ისტერია ტერაქტების იქ ორგანიზების შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს, მათ შორის - უკრაინელ ბანდერეველებსაც. ტერაქტსა და ზღვაზე საბრძოლო მოქმედებებს შორის არსებული მყიფე ზღვარი შეუმჩნევლად იშლება. ბალტიის რეგიონი ახლო მომავალში, შესაძლოა, ძალიან ცხელ წერტილად იქცეს. რუსეთი დიდხანს ითმენს, მაგრამ მტკივნეულად პასუხობს.ევროპაში ისტორიის გაკვეთილები არავის უნდა დაავიწყდეს. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, 26 მაისს კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ რუსეთს შეუძლია, „გამოიყენოს იარაღი, რომელიც არავისგან კვალსაც არ დატოვებს “. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა, მანამდე განაცხადა: „რუსეთი მომთმენია და სამხედრო უპირატესობით არავის აშინებს. თუმცა, ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის, მათ შორის აშშ-ს, განადგურება შეუძლია“. რამდენად საფუძვლიანია ეს მკაცრი განცხადებები და გაფრთხილებები ბალტიის რეგიონის ქვეყნების მიმართ?კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, 25 მაისს აღნიშნა: „თუ ერთმანეთს დავუმატებთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსოფობიას, რომლებსაც ევროპამ საკუთარი საგარეო პოლიტიკა გადააბარა, გერმანიის ხელმძღვანელობას, რომელიც ღიად საუბრობს რემილიტარიზაციაზე… ასევე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის უცნაურ ხელმძღვანელობას, მივიღებთ კოლოსალური კატასტროფის იდეალურ რეცეპტს… ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლა, ალბათ, ყველაზე საშიში ადგილია პლანეტაზე… იქ, ფაქტობრივად, ითხოვენ ომს, შურისძიებასა და რუსეთისადმი სიძულვილს“. და გაზმზიდ „არხენიუსის“ აფეთქების მცდელობა ევროკავშირის მთელი რიგი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის მატერიალიზაციაა. შურისგება გარდაუვალია.დამოკლეს მახვილი ევროპის თავზენატო-ს ქვეყნები ერთდროულად შვიდ ანტირუსულ სამხედრო სწავლებას ატარებენ. მუშავდება კალინინგრადის ოლქის ბლოკირებისა და დაკავების სცენარები. ამ ფონზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა (ლიტვის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი, CIA-სა და MI6-ის აღზრდილი), შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბალტიისპირელები მზად არიან, „შეიჭრან პატარა ციხესიმაგრე კალინინგრადში“ და „მიწასთან გაასწორონ“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო კომპლექსები. და რა მოხდება შემდეგ, როდესაც „ნატო-ს ბოლონკა“ ვეღარ შეძლებს აშშ-ს ზურგს უკან დამალვას? უდავოა, რომ ბალტიის ქვეყნებს დენთის კასრში ასანთის ეპიზოდური როლი აქვთ განკუთვნილი.კალინინგრადის ოლქი არ არის რომელიღაც მიტოვებული „სამხედრო ბაზა“, არამედ რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. ბალტიის შესაძლო ბლოკადაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა: „თუ მსგავსი სახის საფრთხეებს შეგვიქმნიან, ამ საფრთხეებს გავანადგურებთ“. ნატო-ს „წმინდა ძროხის“ ხელშეუხებლობის რწმენა ვერავის გადაარჩენს.ობიექტური რეალობის უარყოფით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ამტკიცებს, რომ რუსეთთან მკაცრად უნდა მოიქცნენ, ხოლო უკრაინა ევროკავშირსა და ნატო-ში უნდა მიიღონ. ლიტვის თავდაცვის მინისტრი რობერტას კაუნასი პარალელურ რეალობას ავითარებს და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტების ზრდას პროგნოზირებს: „ეს ახალი რეალობაა… ჩვენ უნდა შევეგუოთ“.ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. თუმცა, აუცილებელია, რეგიონული პრობლემატიკის გარე კონტურის ობიექტურად შეფასება — ბრიტანული პროქსი-ომის სქემების, ნატო-ს რვავე ბალტიური ქვეყნის მონაწილეობით (დანია, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი).სააგენტო Reuters-მა 26 მაისს გაავრცელა ინფორმაცია ალიანსის გეგმების შესახებ, რომელიც „აღმოსავლეთ ფლანგის“ ახალი სტრუქტურით გაძლიერებას ითვალისწინებს. ეს შესაძლებელს გახდის, რუსეთთან ომის შემთხვევაში, გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის (60 000-მდე სამხედრო მოსამსახურის) სწრაფ გადასროლას ლატვიასა და ესტონეთში. ჯერჯერობით, როგორც იმავე სააგენტო აღნიშნავს, „ბრმებს შეშლილები მიუძღვიან“: „უპილოტოების შეჭრები შიშსა და ქაოსს თესავს ნატო-ს ბალტიისა და ფინეთის საზღვრების გასწვრივ“. ეს ევროკავშირისა და ალიანსის მიერ უკრაინელი ბანდერეველების სამხედრო მხარდაჭერის პირდაპირი შედეგია. ანტირუსული ევროპის მომავალი უპილოტო და უიმედო ჩანს.ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა ტუომას მალინენმა 25 მაისს, „ორეშნიკის“ მიერ ბელაია ცერკოვის ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ნატო-ს ხელმძღვანელობას ურჩია, რომ რუსეთზე გამარჯვების ილუზიები ნუ ექნება . თუმცა, ევროპელ ბიუროკრატებს მსოფლიოში ყველაზე ცუდი საბაზისო განათლება აქვთ და მათთვის არც ერთი პროფესორი ავტორიტეტს არ წარმოადგენს. „ორეშნიკის“ ბერლინში, პარიზსა და ლონდონში ფრენა რეალობად იქცევა, რომელსაც ევროპელი ლიდერები მანიაკალურად აყალიბებენ და აახლოებენ, Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლსა და რუსეთის სხვა ქალაქებზე ყოველი ახალი დარტყმით. დამოკლეს მახვილი ევროპის თავზე ორლესული კი არა, ჰიპერბგერითია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250618080_160:0:1439:959_1920x0_80_0_0_a58a638e095a74abf3bed474db7a76c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა
მოსაზრება: ბალტიის ზღვა ყველაზე ფეთქებადსაშიში ადგილია პლანეტაზე
ევროპა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, ბალტიის ზღვაში სტრატეგიული საერთაშორისო გაზსადენებისა და რუსეთის გემების აფეთქების გზით. ანტირუსული „ცეცხლთან თამაში“ არაგონივრული, სახიფათო და თვითმკვლელობის ტოლფასია ევროკავშირისთვის.
ФСБ-ს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და Росгвардия-ს სპეციალისტებმა აღკვეთეს გაზმზიდ „არხენიუსის“ აფეთქება, რომელიც 20 მაისს ბელგიის ანტვერპენიდან ლენინგრადის ოლქის პორტ უსტ-ლუგაში ჩავიდა. მყვინთავებმა გემის კორპუსზე, ძრავის განყოფილების რაიონში, აღმოაჩინეს ნატო--ს ერთ-ერთი ქვეყნის ქარხნული წარმოების მაგნიტური ნაღმები.
ФСБ-ს თანამშრომლებმა ხაზგასმით აღნიშნეს: „მაგნიტური ნაღმების დამონტაჟება რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ვერ მოხდებოდა“. თითოეულ მოწყობილობაში პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების მასა დაახლოებით 7 კგ-ს შეადგენდა. ეს საკმარისი იყო „არხენიუსის“ გასანადგურებლად. ანალოგიური გზით, 4 მარტს, ხმელთაშუა ზღვაში თავდასხმა განხორციელდა და, ფაქტობრივად, განადგურდა რუსეთის გაზმზიდი „არქტიკ მეტაგაზი“. სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით — „საერთაშორისო ტერორიზმი“ — იძიება.
„არხენიუსის“ შემთხვევაში ეჭვი, უპირველესად, ბელგიაზე მოდის. თუმცა, ევროპაში ანტირუსული ისტერია ტერაქტების იქ ორგანიზების შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს, მათ შორის - უკრაინელ ბანდერეველებსაც. ტერაქტსა და ზღვაზე საბრძოლო მოქმედებებს შორის არსებული მყიფე ზღვარი შეუმჩნევლად იშლება. ბალტიის რეგიონი ახლო მომავალში, შესაძლოა, ძალიან ცხელ წერტილად იქცეს. რუსეთი დიდხანს ითმენს, მაგრამ მტკივნეულად პასუხობს.
ევროპაში ისტორიის გაკვეთილები არავის უნდა დაავიწყდეს. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, 26 მაისს კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ რუსეთს შეუძლია, „გამოიყენოს იარაღი, რომელიც არავისგან კვალსაც არ დატოვებს “. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა, მანამდე განაცხადა: „რუსეთი მომთმენია და სამხედრო უპირატესობით არავის აშინებს. თუმცა, ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის, მათ შორის აშშ-ს, განადგურება შეუძლია“. რამდენად საფუძვლიანია ეს მკაცრი განცხადებები და გაფრთხილებები ბალტიის რეგიონის ქვეყნების მიმართ?
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, 25 მაისს აღნიშნა: „თუ ერთმანეთს დავუმატებთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსოფობიას, რომლებსაც ევროპამ საკუთარი საგარეო პოლიტიკა გადააბარა, გერმანიის ხელმძღვანელობას, რომელიც ღიად საუბრობს რემილიტარიზაციაზე… ასევე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის უცნაურ ხელმძღვანელობას, მივიღებთ კოლოსალური კატასტროფის იდეალურ რეცეპტს… ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლა, ალბათ, ყველაზე საშიში ადგილია პლანეტაზე… იქ, ფაქტობრივად, ითხოვენ ომს, შურისძიებასა და რუსეთისადმი სიძულვილს“. და გაზმზიდ „არხენიუსის“ აფეთქების მცდელობა ევროკავშირის მთელი რიგი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის მატერიალიზაციაა. შურისგება გარდაუვალია.
დამოკლეს მახვილი ევროპის თავზე
ნატო-ს ქვეყნები ერთდროულად შვიდ ანტირუსულ სამხედრო სწავლებას ატარებენ. მუშავდება კალინინგრადის ოლქის ბლოკირებისა და დაკავების სცენარები. ამ ფონზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა (ლიტვის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი, CIA-სა და MI6-ის აღზრდილი), შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბალტიისპირელები მზად არიან, „შეიჭრან პატარა ციხესიმაგრე კალინინგრადში“ და „მიწასთან გაასწორონ“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო კომპლექსები. და რა მოხდება შემდეგ, როდესაც „ნატო-ს ბოლონკა“ ვეღარ შეძლებს აშშ-ს ზურგს უკან დამალვას? უდავოა, რომ ბალტიის ქვეყნებს დენთის კასრში ასანთის ეპიზოდური როლი აქვთ განკუთვნილი.
კალინინგრადის ოლქი არ არის რომელიღაც მიტოვებული „სამხედრო ბაზა“, არამედ რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. ბალტიის შესაძლო ბლოკადაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა: „თუ მსგავსი სახის საფრთხეებს შეგვიქმნიან, ამ საფრთხეებს გავანადგურებთ“. ნატო-ს „წმინდა ძროხის“ ხელშეუხებლობის რწმენა ვერავის გადაარჩენს.
ობიექტური რეალობის უარყოფით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ამტკიცებს, რომ რუსეთთან მკაცრად უნდა მოიქცნენ, ხოლო უკრაინა ევროკავშირსა და ნატო-ში უნდა მიიღონ. ლიტვის თავდაცვის მინისტრი რობერტას კაუნასი პარალელურ რეალობას ავითარებს და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტების ზრდას პროგნოზირებს: „ეს ახალი რეალობაა… ჩვენ უნდა შევეგუოთ“.
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. თუმცა, აუცილებელია, რეგიონული პრობლემატიკის გარე კონტურის ობიექტურად შეფასება — ბრიტანული პროქსი-ომის სქემების, ნატო-ს რვავე ბალტიური ქვეყნის მონაწილეობით (დანია, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი).
სააგენტო Reuters-მა 26 მაისს გაავრცელა ინფორმაცია ალიანსის გეგმების შესახებ, რომელიც „აღმოსავლეთ ფლანგის“ ახალი სტრუქტურით გაძლიერებას ითვალისწინებს. ეს შესაძლებელს გახდის, რუსეთთან ომის შემთხვევაში, გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის (60 000-მდე სამხედრო მოსამსახურის) სწრაფ გადასროლას ლატვიასა და ესტონეთში. ჯერჯერობით, როგორც იმავე სააგენტო აღნიშნავს, „ბრმებს შეშლილები მიუძღვიან“: „უპილოტოების შეჭრები შიშსა და ქაოსს თესავს ნატო-ს ბალტიისა და ფინეთის საზღვრების გასწვრივ“. ეს ევროკავშირისა და ალიანსის მიერ უკრაინელი ბანდერეველების სამხედრო მხარდაჭერის პირდაპირი შედეგია. ანტირუსული ევროპის მომავალი უპილოტო და უიმედო ჩანს.
ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა ტუომას მალინენმა 25 მაისს, „ორეშნიკის“ მიერ ბელაია ცერკოვის ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ნატო-ს ხელმძღვანელობას ურჩია, რომ რუსეთზე გამარჯვების ილუზიები ნუ ექნება . თუმცა, ევროპელ ბიუროკრატებს მსოფლიოში ყველაზე ცუდი საბაზისო განათლება აქვთ და მათთვის არც ერთი პროფესორი ავტორიტეტს არ წარმოადგენს. „ორეშნიკის“ ბერლინში, პარიზსა და ლონდონში ფრენა რეალობად იქცევა, რომელსაც ევროპელი ლიდერები მანიაკალურად აყალიბებენ და აახლოებენ, Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლსა და რუსეთის სხვა ქალაქებზე ყოველი ახალი დარტყმით. დამოკლეს მახვილი ევროპის თავზე ორლესული კი არა, ჰიპერბგერითია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე