https://sputnik-georgia.com/20260528/kavkasiis-bunebis-fondi-aragvisa-da-trusos-daculi-landsaftebs-grantebs-gamouyofs-298897771.html
კავკასიის ბუნების ფონდი არაგვისა და თრუსოს დაცულ ლანდშაფტებს გრანტებს გამოუყოფს
კავკასიის ბუნების ფონდი არაგვისა და თრუსოს დაცულ ლანდშაფტებს გრანტებს გამოუყოფს
Sputnik საქართველო
ხელშეკრულებები არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს. 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T20:10+0400
2026-05-28T20:10+0400
2026-05-28T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24167/36/241673629_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_fdf732809a0ee9335719085d93c83f2c.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური. დოკუმენტებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის ეროვნულმა დირექტორმა თეა ბარბაქაძემ მოაწერეს. "კავკასიის ბუნების ფონდი სახელმწიფოს საიმედო პარტნიორია. ფონდის მრავალწლიანი და თანმიმდევრული მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებაში, დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების ეფექტიან ფუნქციონირებაში, ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში", - განაცხადა თანდილაშვილმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, პროექტის მიზანს დაცული ლანდშაფტების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს. როგორც ადრე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყებოდა, კავკასიის ბუნების ფონდი საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში 2008 წელს დაარსდა და იგი ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ბიზნეს-სექტორსა და სააგენტოს შორის. საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები საქართველოს დაცული ტერიტორიებს 2021 წლიდან შეემატა. არაგვის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ცნობით, კავკასიის ბუნების ფონდი 2022 წლიდან ახორციელებს არაგვის დაცული ლანდშაფტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს თრუსოს ხეობას მდინარე თერგის ხეობაში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, მისი საერთო ფართობი 7 007 ჰექტარს შეადგენს. არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს 99.802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, მდინარე არაგვის აუზში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24167/36/241673629_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a97566951cc95ff72f806952135190e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კავკასიის ბუნების ფონდი არაგვისა და თრუსოს დაცულ ლანდშაფტებს გრანტებს გამოუყოფს
ხელშეკრულებები არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
დოკუმენტებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის ეროვნულმა დირექტორმა თეა ბარბაქაძემ მოაწერეს.
"კავკასიის ბუნების ფონდი სახელმწიფოს საიმედო პარტნიორია. ფონდის მრავალწლიანი და თანმიმდევრული მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებაში, დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების ეფექტიან ფუნქციონირებაში, ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში", - განაცხადა თანდილაშვილმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, პროექტის მიზანს დაცული ლანდშაფტების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
როგორც ადრე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყებოდა, კავკასიის ბუნების ფონდი საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში 2008 წელს დაარსდა და იგი ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ბიზნეს-სექტორსა და სააგენტოს შორის. საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები საქართველოს დაცული ტერიტორიებს 2021 წლიდან შეემატა. არაგვის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ცნობით, კავკასიის ბუნების ფონდი 2022 წლიდან ახორციელებს არაგვის დაცული ლანდშაფტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს თრუსოს ხეობას მდინარე თერგის ხეობაში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, მისი საერთო ფართობი 7 007 ჰექტარს შეადგენს.
არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს 99.802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, მდინარე არაგვის აუზში.