ბინების ქურდობა რუსთავში: დაკავებულია ერთი პირი

© AFP 2024 / Mike LEYRAL Камера в тюрьме. Архивное фото
Камера в тюрьме. Архивное фото - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2026
გამოწერა
ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა მოიპარა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ რუსთავში მომხდარი სახლების გაქურდვის საქმეებზე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა მოიპარა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო ნაქურდალი თანხისა და ძვირფასეულობის ნაწილი, ასევე, საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0