თბილისში 15 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან იპოვეს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში დაკარგული 15 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
მოზარდს ოჯახი და პოლიცია 2026 წლის 26 მაისის შემდეგ ეძებდა - მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
იგი ბოლოს 26 მაისის 21:59 საათზე, სათვალთვალო კამერებმა საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირეს, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან იპოვეს.
მომხდარზე სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0