https://sputnik-georgia.com/20260527/saqartvelo-chinetidan-turistebis-nakadis-zrdas-elodeba-298879666.html
ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ველოდებით: ნადარეიშვილი ITB China 2026-ზე
ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ველოდებით: ნადარეიშვილი ITB China 2026-ზე
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობა. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T21:29+0400
2026-05-27T21:29+0400
2026-05-27T21:29+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/56/245975655_0:195:3000:1883_1920x0_80_0_0_04c104b9b707e7a1272b2dd38c39185b.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველო შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026-ზე მონაწილეობის შემდეგ, ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ელოდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.საქართველომ გამოფენაში მონაწილეობა პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღო - ღონისძიება შანხაიში 26-დან 28 მაისამდე გაიმართა.მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მნიშვნელობა და დასძინა, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდისა და კავშირების განმტკიცების მიზნით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი რეისები 2026 წლის ივლისიდან შესრულდება.ნადარეიშვილის თქმით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრები გაემართათ და ახალი საქმიანი კავშირები დაემყარებინათ.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/56/245975655_278:243:2464:1883_1920x0_80_0_0_0a9d2487d30a7ad78d9fc029bba9e961.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ველოდებით: ნადარეიშვილი ITB China 2026-ზე
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველო შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026-ზე მონაწილეობის შემდეგ, ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ელოდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველომ გამოფენაში მონაწილეობა პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღო - ღონისძიება შანხაიში 26-დან 28 მაისამდე გაიმართა.
„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობაში, ქვეყანას ხელშესახები პროგრესი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა, ახალ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მნიშვნელობა და დასძინა, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდისა და კავშირების განმტკიცების მიზნით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი რეისები 2026 წლის ივლისიდან შესრულდება.
ნადარეიშვილის თქმით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
„აღნიშნულმა სტატუსმა ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობა მისცა საკუთარი ტურისტული პროდუქტი ჩინეთის პრიორიტეტულ ბაზარზე წარედგინა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიური მარკეტინგული და ცნობადობის ამაღლების კამპანია მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრები გაემართათ და ახალი საქმიანი კავშირები დაემყარებინათ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.