https://sputnik-georgia.com/20260527/batumis-stadions-axali-saxeli-eqneba-298865311.html
აუქციონი გამოცხადებულია – ბათუმის საფეხბურთო მოედანს ახალი სახელწოდება ექნება
აუქციონი გამოცხადებულია – ბათუმის საფეხბურთო მოედანს ახალი სახელწოდება ექნება
Sputnik საქართველო
აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განცხადებები 8 ივნისის 13:00 საათამდე მიიღება. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T14:28+0400
2026-05-27T14:28+0400
2026-05-27T14:28+0400
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24627/81/246278158_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_5cf348a23e3d687a307190856e8c6ddd.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საფეხბურო სტადიონის ახალი სახელწოდების, რეკლამირებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების გასაყიდად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.2021 წლის 23 ივლისს ელექტრონული აუქციონის გზით შერჩეულ კომპანიასთან ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც სტადიონს კომერციული სახელი Adjarabet Arena დაერქვა, 2026 წლის ივლისის ბოლოს ეწურება. ახალი აუქციონის ჩატარების გადაწყვეტილება სწორედ ამ ვადების გათვალისწინებით იქნა მიღებული.აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განცხადებები 8 ივნისის 13:00 საათამდე მიიღება.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 1,75 მილიონ ლარს. სარგებლობის უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ხუთი წლის ვადით.ბათუმის სტადიონზე, რომელსაც უეფას უმაღლესი IV კატეგორია აქვს მინიჭებული, მრავალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის უეფას ახალგაზრდული გუნდების (21 წლამდე) ხუთი მატჩი, ასევე „მსოფლიო რაგბისა“ (World Rugby) და საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო და ეროვნული მატჩები.საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, 2 ივნისს სტადიონზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება. მომავალში ასევე დაგეგმილია არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიების ჩატარება.ბათუმის სტადიონი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აშენებული, 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. იგი დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. პროექტის ღირებულებამ თითქმის 145 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24627/81/246278158_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_e1e4253f97db1c0ee9894f8de2cd29a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
აუქციონი გამოცხადებულია – ბათუმის საფეხბურთო მოედანს ახალი სახელწოდება ექნება
აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განცხადებები 8 ივნისის 13:00 საათამდე მიიღება.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საფეხბურო სტადიონის ახალი სახელწოდების, რეკლამირებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების გასაყიდად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
2021 წლის 23 ივლისს ელექტრონული აუქციონის გზით შერჩეულ კომპანიასთან ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც სტადიონს კომერციული სახელი Adjarabet Arena დაერქვა, 2026 წლის ივლისის ბოლოს ეწურება. ახალი აუქციონის ჩატარების გადაწყვეტილება სწორედ ამ ვადების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განცხადებები 8 ივნისის 13:00 საათამდე მიიღება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 1,75 მილიონ ლარს. სარგებლობის უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ხუთი წლის ვადით.
ბათუმის სტადიონზე, რომელსაც უეფას უმაღლესი IV კატეგორია აქვს მინიჭებული, მრავალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის უეფას ახალგაზრდული გუნდების (21 წლამდე) ხუთი მატჩი, ასევე „მსოფლიო რაგბისა“ (World Rugby) და საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო და ეროვნული მატჩები.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, 2 ივნისს სტადიონზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება. მომავალში ასევე დაგეგმილია არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიების ჩატარება.
ბათუმის სტადიონი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აშენებული, 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. იგი დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. პროექტის ღირებულებამ თითქმის 145 მლნ ლარი შეადგინა.