https://sputnik-georgia.com/20260526/itb-china-2026-gamopena-saqartvelos-stendit-gaixsna-298852850.html
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
Sputnik საქართველო
საქართველო გამოფენაში პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T19:00+0400
2026-05-26T19:00+0400
2026-05-26T19:00+0400
საქართველო
ჩინეთი
ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282694173_0:293:3078:2024_1920x0_80_0_0_5dd99026a5997b1cbdf0c27b782eca4a.jpg
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China 2026 შანხაიში, საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა. საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს - აღნიშნული სტატუსი ქვეყანას საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად გაზარდოს ცნობადობა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც. გამოფენის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში 400 კვადრატული მეტრი დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები. სამი დღის განმავლობაში ITB China-ს სტუმრებს საშუალება ექნებათ, ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ კულტურულ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს. გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ქართული რეწვის ნიმუშები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მუზეუმებსა თუ ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციების შესახებ. დაგეგმილია მასტერ-კლასები როგორც ტრადიციულ რეწვაში, ისე ქართულ კალიგრაფიაში. ამასთან, ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრებისთვის კულინარიულ შოუს გამართავენ, პარალელურად კი ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა. ITB CHINA 2026 ჩინეთის ქალაქ შანხაიში 26-28 მაისს იმართება და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენის გახსნამდე 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართა, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282694173_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_25791ab0a6a1780d923289e215f2923e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
საქართველო გამოფენაში პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China 2026 შანხაიში, საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა.
საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს - აღნიშნული სტატუსი ქვეყანას საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად გაზარდოს ცნობადობა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც.
გამოფენის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში 400 კვადრატული მეტრი დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან.
გამოფენის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები. სამი დღის განმავლობაში ITB China-ს სტუმრებს საშუალება ექნებათ, ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ კულტურულ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.
გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ქართული რეწვის ნიმუშები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მუზეუმებსა თუ ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციების შესახებ. დაგეგმილია მასტერ-კლასები როგორც ტრადიციულ რეწვაში, ისე ქართულ კალიგრაფიაში. ამასთან, ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრებისთვის კულინარიულ შოუს გამართავენ, პარალელურად კი ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა.
ITB CHINA 2026 ჩინეთის ქალაქ შანხაიში 26-28 მაისს იმართება და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენის გახსნამდე 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართა, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.